|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველაზე კარგად ანაზღაურებადი პროფესიები

პრესტიჟული პროფესიების პარალელურად, არსებობს საქმიანობები, რომლის შემსრულებლებს საკმაოდ კარგი ჯამაგირი აქვთ.
ბავშვობაში, ალბათ, მშობლებისგან ბევრს მოუსმენია რჩევა სამომავლოდ პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი პროფესია აგვერჩია. იურისტი, ექიმი, საბანკო საქმის სპეციალისტი - მიიჩნევა, რომ დღეს ამ პროფესიის ადამიანებს არც თუ ისე ცუდად უხდიან. თუმცა, ამ პრესტიჟული პროფესიების პარალელურად, არსებობს საქმიანობები, რომლის შემსრულებლებს საკმაოდ კარგი ჯამაგირი აქვთ.
BBC Capital -მა ის პროფესიები და ანაზღაურების მოცულობა შეისწავლა, რომელსაც პრესტიჟული პროფესიების ნუსხაში შეიძლება არ შეხვდე, მაგრამ შემოსავალს ნამდვილად არ უჩივიან.
მაგალითად, ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი საქმიანობა თეატრის ხუროა. "კარნეგი ჰოლის" ყველაზე დაბალანაზღაურებადი ხის ხელოსნის ხელფასი წელიწადში 300 ათასი დოლარია, ხოლო მთავარი რეკვიზიტორი წელიწადში თურმე 400 ათას დოლარსაც კი იღებს. "მეტროპოლიტენ ოპერაში" კი მთავარი ხუროს ხელფასი 500 ათას დოლარსაც კი აღწევს.
საკმაოდ მომგებიანია, ასევე, ამწეზე მუშაობა იმ ქალაქებში, სადაც მაღალსართულიანი შენობები შენდება. მაგალითად, ნიუ-იორკში ამწეს მძღოლის წლიურმა ჯამაგირმა შესაძლოა, ნახევარი მილიონი დოლარიც კი შეადგინოს.
საკმაოდ კარგი შემოსავლები აქვთ მათ, ვისი საქმიანობაც ძაღლების გასეირნებაა. ერთი ძაღლის გასეირნებისთვის ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანები საშუალოდ დღეში 25 დოლარს იღებენ. ერთ ადამიანს კი შეუძლია ერთდროულად 8-9 ძაღლიც კი გაასეირნოს და დღეში ამისთვის მხოლოდ სამი საათი დასჭირდეს.
საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვთ კერძო აუზების გაწმენდის სპეციალისტებს. ნახევარი წლის განმავლობაში მათი შემოსავალი საშუალოდ 60 ათასი დოლარია. ხშირ შემთხვევაში ამას ე.წ. "ჩაის ფულიც" ემატება.
შემოსავლებს არ უჩივიან ამერიკულ სავაჭრო ობიექტებსა და აფთიაქებში დასაქმებული გაყიდვების მენეჯერები. უმაღლესი განათლების მიღების გარეშე და მხოლოდ შესაბამისი, ხანმოკლე სასწვალო კურსის გავლის შემდეგ, შესაძლებელია, მენეჯერის ისეთი თვისებები შეიძინო, რომ შენმა შემოსავალმა წელიწადში 200 ათას დოლარსაც კი მიაღწიოს. ამიტომ, ხშირია როცა ამერიკელი მენეჯერები 40 წლის ასაკში უკვე პენსიაზე გადიან და უზრუნველად ცხოვრობენ.
არის პროფესიები, რომელთა საქმიანობა კლიენტების განწყობის ამაღლებაზე მოქმედებს. მაგალითად, ინდოეთში თმის სტილისტს აქვს შანსი, იმაზე მეტი გამოიმუშავოს, ვიდრე პროგრამისტმა. დამწყები დალაქი ინდოეთში თვეში საშუალოდ 500 დოლარს გამოიმუშავებს.

წყარო: bpn.ge

ავტორი: ნიუპრესი