|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალაქი, რომელიც მხოლოდ ქალებითაა დასახლებული

რაზილიის ქალაქი, რომელიც მთლიანად 20-დან 35 წლამდე ქალებითაა დასახლებული, იმედოვნებს, რომ მაცხოვრებელთა შორის მალე გამოჩნდებიან მამაკაცები.

ნოივა დო კორდეირო, რომლის მოსახლეობაც 600 ახალგაზრდა ქალისგან შედგება, 1890 წელს დაარსდა. მისი დამაარსებლები იყვნენ ქალები, რომლებიც გარყვნილების გამო საზოგადოებიდან გარიყეს. მას მერე ტრადიციულად, ქალაქში მხოლოდ ქალები ცხოვრობდნენ: მამრობითი სქესის ბავშვებს 18 წლის შესრულებისას ქალაქიდან უშვებენ. ზოგ ქალს ქმარი ჰყავს, მაგრამ სამუშაო დღეებში ისინი ქალაქგარეთ მუშაობენ და მხოლოდ შაბათ-კვირას ბრუნდებიან მეუღლეებთან. მამაკაცებს არ აქვთ უფლება, ქალაქის პოლიტიკაში ჩაერიონ.

იმის გამო, რომ ქალაქში მხოლოდ ქალები ცხოვრობენ, მარტოხელა გოგონებს ძალიან უჭირთ მეგობარი მამაკაცების გამონახვა. ახლა ისინი იმედოვნებენ, რომ გამოჩნდებიან სასიძოები, რომლებიც უარს არ იტყვიან დასახლდნენ ქალაქში, რომელსაც მთლიანად ქალები მართავენ. ოღონდ მამაკაცების მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ ისინი ქალებს დაემორჩილებიან და მათი წესების მიხედვით იცხოვრებენ.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი