|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალი ქართველებისა და შევეიცარიელების მონაწილეობით გაიმართება

5-7 სექტემბრის ჩათვლით წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი გაიმართება. წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი ღონისძიებები 5 სექტემბერს დილის 11 საათზე დაიწყება და წყალტუბოს სხვადასხვა კოლტურულ ობიექტს მოიცავს: სამხატვრო სკოლას, ისტორიულ მუზეუმებს,ბიბლიოთეკას,  ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს, საკონცერტო დარბაზებს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ წყალტუბოს სამხატვრო სკოლის, გასტრონომიული სკოლის, ადგილობრივი ანსამბლების წამომადგენლები. ფესტივალში ასევე ჩართულები არიან შვეიცარიელი მუსიკოსები.

ფეტივალი ოფიციალურად დარბაზ ივერიაში 16 საათზე გაიხსნება, რომელსაც ფესტივალის ქართველ ორგანიზატორებთან ერთად შვეიცარიის საელჩოსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალს ორგანიზება  წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირი და artsFundation-ი უწევს.

ფესტივალის  ე.წ. ეპილოგი 9 ოქტომბერს შვეიცარიელ ქალთა ანსამბლის მონაწილეობით გაიმართება. ანსამბლი  37 წევრისგან შედგება. ისინი ქართულ და შვეიცარიულ სიმღერებს შეასრულებენ. 


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა