|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი კინოჩვენებებს 10 სექტემბრიდან განაახლებს

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრთან (ყოფილი გასართობი ცენტრი  "სულიკო") არსებულ კინოთეატრში ფილმების ჩვენება 10 სექტემბრიდან განახლდება. როგორც ცენტრში აცხადებენ, წარმოდგენილი იქნება მსოფლიო  პრემიერები, რომლებიც სექტემბრის თვეში გამოვა კინოგაქირავებაში. თუმცა ცენტრის წამომადგენლები იმ ფილმების ჩვენებასაც პირდებიან ქუთაისელ პუბლიკას, რომლებიც ზაფხულის მანძილზე თბილისის კინოთეატრებში იყო ნაჩვენები.

„კინოთეატრი მალე  ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას", - აღნიშნა  ახლგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატა პატარიძემ.  

ცენტრში საგანმანათლებლო კინოჩვენებებიც მოეწყობა, რომლებიც კვირაში ერთხელ უფასოდ გაიმართება. კინოკლასიკის ჩვენება 20 სექტემბრიდან დაიწყება. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი