|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები გაიმართება

16-26 სექტემბრის ჩათვლით ქუთაისში ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები გაიმართება. ჩვენებები ძველ უბანში კინოთეატრ „მონ პლეზირის“ ტერიტორიაზე მოეწყობა. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურია. 

როგორც აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ „მონ პლეზირის“ ტერიტორიაზე განთავსდება შეზლონგები და პუფები.ხოლო  კინოსეანსები გაიმართება ყოველდღე, საღამოს 19:30 საათზე.

„კინოჩვენებებზე ქუთაისელ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ მსოფლიო კინოს შედევრებს, რაც ძალიან მნიშნელოვანია იმ ქალაქისთვის, სადაც თითქმის ორი ათეული წელი არ ფუნქციონირებდა  კინოთეატრი და  ახალი თაობა მსოფლიო კინოპროცესების მიღმა რჩებოდა,“,- აღნიშნა კულტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, კინომცოდნე თამთა თურმანიძემ. 

ფილმებთან ერთად ღია კინოჩვენებების გახსნის დღეს წარმოდგენილი იქნება კინომუსიკის მცირე კონცერტი, რომელსაც ქუთაისის  სიმებიანი კვარტეტი შეასრულებს,

ავტორი: ნიუპრესი