|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორი იქნება მსოფლიო 2064 წელს - ექსპერტების გამოთვლები

1964 წელს მწერალმა ფანტასტმა აიზეკ აზიმოვმა აღწერა თუ როგორი იქნებოდა კაცობრიობის ცხოვრება 2014 წელს. მან მართლაც  გათვალა ბევრი მიღწევა რითაც დღეს ვსარგებლობთ. ამის შესახებ El Mundo-ის  ჟურნალისტი ტერეზა გერერო წერს. ეს წინასწარმეტყველებები აზიმოვმა  The New York Times-სთვის გააკეთა და მომავალი 50 წელი განსაზღვრა.

გამოცემის ანალიზის თანახმად აზიმოვის წინასწარმეტყველბათა 40 % სრული ასი პროცენტით ახდა, 30% ალბათ არსდროს ახდება ხოლო დანარჩენი 30% ან მიახლობულად ან ნაწილობრივ ახდა. მაგალითად, მან იწინასწარმეტყველა მობილური ტელეფონების, მინიატურული გამომთვლელი მანქანების, სამზარეულოებში სხვადასხვა ელექტროხელსაწყოების არსებობა. ასევე მარსზე უპილოტო ხომალდების გაგზავნა. თუმცა მან ვერ გამოიცნო ინტერნეტის გამოგონება და მისი გავლენა ჩვენს ეპოქაზე.

აზიმოვის კვალდაკვალ გამოცემა El Mundo-მ მიმართა რამდენიმე ექსპერტს და მათ თხოვა წინასწარმეტყველება თუ რა მოდება 50 წლის შემდეგ. მაგალითად, რამონ ლოპესი, რომელიც ესპანეთის ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტის დირექტორია თვლის, რომ 50 წლის შემდეგ რობოტი ჰუმანოიდები მაღალგანვითარებული ინტელექტით მოგვეხმარებიან სახლის საქმეებში, ასევე ავოტონიურად გამოიკვლევენ სხვა პლანეტებს. რობოტიზირებულ ავტომობილებს გამოუშვებენ დიდი პარტიებით შესაძლებელი იქნება შეიქმნას ახალი ორგანოები ცოცხალი არსებებისთვის დაავადებულის ან დაზიანებულის სანაცვლოდ.  

მარია ჩამისო ფიზიკოს -ექსპერიმენტატორი  თვლის, რომ 50 წლის  შემდეგ კიბოდან განკურნება შესაძლებელი იქნება. საამისოდ იმ აბების მიღება გახდება საჭირო, რომელიც პროტონებიდან (ან სხვა ადრონებიდან)იქნება დამზადებული, რომელბიც გაანადგურებენ კიბოს უჯრედებს ის რომ არ დააზიანებენ ჯანმრთელ ქსოვილებს.მეცნიერები  გამოიმუშავებენ მეთოდებს, რომელთა საშუალებით სრულად გადამუშავდება ატომური ნარჩენები და კაცობრიობა კვლავ იფიქრებს ატომურ ენერგიასთან მიბრუნებაზე. სამეცნიერო კვლევების ხარისხი გაიზრდება იმიტომ, რომ მასში თავიანთ დიდ წვლილს მამაკაცებთან ერთად ქალებიც შეიტანენ.

ალვარო ხიმენესი  ევროპული კოსმოსური სააგენტოს დირექტორი თვლის რომ კოსმოსური ტურიზმი იქცევა ჩვეულებრივ მოვლენად თუმცა არა იაფ საშუალებად.ამიტომ პრობლემა იქნება არა ტექნიკური მიღწევები, არამედ  ეკონომიკური. კაცობრიობა კარგად შეისწავლის უახლოეს ეკზოპლანეტებს და შესაძლებელია აღმაოაჩინოს ისეთი პლანეტები სადაც  სიცოცხლის არსებობა იქნება შესაძლებელი.

ამანდორ მენენდესი ასტურიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი თვლის, რომ მომავალში ჩვენ ინტერნეტს ინპლანტების მეშვეობით გამოვიყენებთ. შესაძლებელია ერთხელაც ჩვენ ქაღალდები და მონიტორები სანაგვეზე მოვისროლოთ, რადგან მთელი ინფორმაცია  ჩიპებიდან ნეირონებზე გადავა და ჩვენ ამის ვიზუალიზაციას მოვახდენთ გონებაში. გამოიგონებენ კომპიუტერებს ემოციის უნარით, რაც მათ კიდევ უფრო ჭკვიანბს გახდის, რადგან ემოციის გარეშე ვერ მიხვალ გონივრულ გადაწყვეტილებებამდე“, - თვლის მენენდესი.

 El Mundo



 

ავტორი: ნიუპრესი