რუსეთში შესაძლებელია ამერიკული ფილმების ჩვენება აიკრძალოს
„სრულიად რუსეთის სახალხო ფორნტის“ წარმომადგენლები, რეჟისორები სტანისლავ
გოვორუხინი და იური კარა რუსულ კინოგაქირავებაში ამერიკული ფილმების ჩვენების აკრძალვის
წინადადებით გამოვიდნენ.
ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა პირმა კარამ განაცხადა, რომ „ იმ
დრომდე სანამ არსებობს აშშ-ს სანქციები, უნდა
აიკრძალოს ყველა ამერიკული ფილმი რუსულ კინოთეატრებში. იგივე შეიძლება გაკეთდეს ტელევიზიებში, ყოველ შემთხვევაში შეიძლება მათი გაფრთხილება, დამუქრება“.
მან ასევე განაცხადა, რომ ეს ზომები შეიძლება გამოდგეს რუსული კინოს სასიკეთოდ, ამ
აკრძალვას შეუძლია გაზარდოს კინოგაქირავებაში რუსული ფილმების რაოდენობა.
ცენტრალური შტაბის თანათავმჯდომარე გოვორუხინიც მსგავსი წინადადებით გამოდის. „კარგი იქნება, თუკი
ამერიკულ კინოს შევზღუდავათ რუსულ ეკრანებზე“, - აღნიშნა მან.
გოვორუხინის ერთ- ერთ ინიციატივას გოსდუმმამ უკვე დაუჭირა მხარი. სწორედ გოვორუხინი ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც გამოვიდა
ინიციატივით მხატვრულ ნაწარმოებებში უცენზურო ლექსიკის აკრძალვის შესახებ. გოსდუმამ ეს კანონი დაამტკიცა.
ავტორი: ნიუპრესი