ამერიკაში უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს
ამერიკის ქალაქ ბიურიენში (ვაშინგტონის შტატი), მიიღეს ძალიან საინტერესო კანონი. კანონის თანახმად, საჯარო ადგილებში უსიამოვნო სუნის მქონე პირთა ყოფნა იკრძალება. ამიერიდან, ვისაც ცუდი სუნი ასდის, შეიძლება მთელი წლის განმავლობაში აეკრძალოს, ქალაქის ცენტრში სეირნობა.
ქალაქის მერიის განცხადებით, უნდა მოხდეს მცხოვრებთა იზოლაცია იმ პირებისაგან, ვისაც უსიამოვნო სუნი ასდის. მათ ვინც ჰიგიენური ნორმების დარღვევით ბიბლიოთეკაში შევა, ან პარკებსა და სკვერებში ისეირნებს სერიოზული ფულადი ჯარიმა ემუქრებათ. სხვათა შორის, ახალი კანონი ეხება იმ მოქალაქეებსაც, ვინც საჯარო ადგილებში გინებას ან ცუდ სიტყვას იხმარს.
თუმცა, ქალაქის ყველა მოქალაქეს ეს სიახლე ენთუზიაზმით არ მიუღია. კერძოდ, ადამიანის უფლებათა დამცველებმა განაცხადეს, რომ ეს შეზღუდვები მიმართულია უსახლკარო ადამიანების წინააღმდეგ. ხოლო ქალაქის რიგით მცხოვრებლებს უბრალოდ ეშინიათ, რომ შემთხვევით არ მოხვდნენ დამრღვევთა რიგებში.
„თუ მთელი დღე ვმუშაობ და ვერ მოვახერხე დღის განმავლობაში დეზედორანტის გამოყენება უნდა დამაკავონ?“- წერს ბიურიენის ერთ - ერთი მოქალაქე "Twitter"-ში.
მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლება არაფრის შეიცვლას აპირებს. აღსანიშნავია, რომ კანონი არ აკონკრეტებს, იმას თუ რამდენად ცუდი სუნი უნდა ადიოდეს ადამიანს, რომ დაჯარიმდეს.
vesti.ru
"info9"
ავტორი: ნიუპრესი