ჟერარ დეპარდიე - „პუტინი ჩემნაირია“
ცნობილი ფრანგი მსახიობი Le Point-სთვის
მიცემულ თავის ინტერვიუში განმარტავს საფრანგეთის
დატოვების მიზეზს და აღნიშნავს: „შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს ქვეყანა მძარცვავდა“,
წერს Tribune de Genève-ს კორესპონდენტი.
„თავისუფალი ადამიანი ვარ. არ მინდა 65 წლის ასაკში ვიხდიდე შემოსავლიდან 87% გადასახადებში. მიმაჩნია რომ
ნორმალურია სახელმწიფოს გადაუხადო, მაგრამ არა ამ სულელებს, რომლებიც თვლიან, რომ
სწორად იქცევიან“, -აღნიშნავს დეპარდიე.
„მე საბოლოოდ არ წავსულვარ, მივდიდვარ მოვდივარ, ვიხდი გადასახადებს
ყველგან, სადაც ვმუშაობ. ფრანგულად ვლაპარაკობ, მაგრამ ვსწავლობ რუსულს. "
„ რაც შეეხება ფრანგებს მათ დაკარგეს თავიანთი ბედნიერება,
ბედნიერების აღარ სწამთ. მათ დაკარგეს სმენა, ყნოსვა, ცხოვრების ძალა“,- ამბობს ფრანგების კუმირი.
იგი რუსეთის პრეზიდენტთან მის
მეგობრობაზე ყვება და აღნიშნავს: „პუტინი ისეთივეა როგორიც მე. მან ბევრ რამეს მიაღწია. მაგრამ მასზე ერთ
სუსაც არავინ დადებდა, როდესაც ის ახალგაზრდა იყო. მისთვის ყველაფერი შეიძლება ძალიან
ცუდად შემობრუნებულიყო ლენინგრადში,სადაც დაიბადა და სადაც შეეძლო დამნაშავე
გამხდარიყო. ისვე როგორც მე“,- მიაჩნია
ფრანგ მსახიობს.
ავტორი: ნიუპრესი