|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელისო ბოლქვაძეს "იუნესკოს ხელოვანი მშვიდობისთვის“ წოდება მიენიჭება

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვას გადაწყვეტილებით ცნობილ ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძესიუნესკო ხელოვანი მშვიდობისთვის“ (UNESCO Artist for Peace) წოდება მიენიჭება. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპატიო წოდება ქართველ ხელოვანს ენიჭება.

ელისო ბოლქვაძემიუნესკო ხელოვანი მშვიდობისთვის წოდება საკუთარი პროფესიონალიზმის  გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში   აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის გამო დაიმსახურა.  ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდილირა“, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს ეხმარება.

იუნესკო ხელოვანები მშვიდობისთვისარიან კულტურის დარგში მოღვაწე ცნობილი პიროვნებები, რომლებიც მზად არიან გამოიყენონ საკუთარი სახელი და სტატუსი ორგანიზაციის ღირებულებებისა და მთავარი მიზნების პოპულარიზაციისთვის. ძირითადად ეს ის გამოჩენილი ადამიანები არიან, ვინც საკუთარი წარმატებული კარიერის განმავლობაში უკვე დიდი წვლილი შეიტანეს UNESCO- კომპეტენციაში არსებული სფეროების განვითარებაში.

დღეისათვის „UNESCO- ხელოვანი მშვიდობისთვისსტატუსს ატარებს მსოფლიოს 54 ხელოვანი.

 

ავტორი: ნიუპრესი