„ყველა მისამართით წასვლა ადვილია, მაგრამ - დაბრუნება... ვინ თქვა?!“
ზაზა ისტორიულ ჰერეთში (საინგილო) ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ სოფელ ალიბეგლოში დაიბადა, რომლის ძირძველი სახელია „ქათმისხევი“. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კუთხე მეზობელი ქვეყნის საზღვრებშია მოქცეული, იქ მცხოვრებ ქართველებს დღემდე შენარჩუნებული
აქვთ ქართული ადათ-წესები, რაც საქართველოს ზოგიერმა რეგიონმა მიივიწყა.
ერთი შეხედვით ძალიან უბრალო,
თუმცა ძალიან ბევრი სამახსოვრო ფაქტებით აღსავსე ბავშვობა გაატარა მშობლიურ სოფელში. ჯერ კიდევ შვიდი წლის იყო,
როცა გადაცურა მდინარე ალაზანი, რომელიც საზღვრად გასდევს ორ ქვეყანას და ამ გზით პირველად მოხვდა სამშობლოდან გაღმა ნაპირის სამშობლოში.
„ნაპირზე გასული, ფეხზე არც ამდგარა,
მუხლებზე დაჩოქილი ჯერ დიდხანს კოცნიდა მიწას,
მერე კი ისე ჩაეხუტა,
მშობელ დედას რომ ჩაეხუტება შვილი“ - წერს მწერალი ლევან ლორია თავის ერთ-ერთ მინიმალისტურ ჩანახატში
„ნაპირები“, რომელიც მისი მონაყოლის შემდეგ დაწერა.
სამშობლო საზღვარს იქით და აქეთ
ქართველებით დასახლებული სამი დიდი რაიონისა და ამ რაიონებში შემავალი ქართული სოფლების სახით შეგიძლიათ გაეცნოთ საზღვრებს მიღმა დარჩენილ პატარა საქართველოს.
„ცოცხალი სამუზეუმო ექსპონატები“ - ასეთი შთაბეჭდილება დარჩა ჩემს ერთ-ერთ მეგობარს, რომელიც პირველად სტუმრობდა აზერბაიჯანში შემორჩენილ
ისტორიულ ქართულ სოფლებს. სწორედ ეს გახლავთ ის ძალა, რაც, ოფიციალურად აღიარებული საზღვრის არსებობის მიუხედავად, ღრმა ფესვებით უკავშირდება სამშობლოს. საწყენია, რომ ეს ისტორიული მხარე ერთეულებს ახსოვთ.
„კაცი არა ჩანს - გაიაროს! თორემ გოგონა, აქ ისევ იცდის, ქლიავი რომ გადმოაყაროს...“
სირთულე
სოფლის ქართველებისაგან დაცარიელება არის ერთ-ერთი მტკივნეული თემა.
„ მამა-პაპათა დანატოვარ მიწებს ყიდიან და მიდიან.
უყვართ საქართველო და მაგიტომ ყველას სურს,
რომ საქართველოში იცხოვროს... თუმცა,
იმ მიწის ასე დათმობაც ხომ არ შეიძლება?!..“-ამბობს ზაზა.
კიდევ ერთი ახალი სირთულე ვიზების საკითხი გახდა. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სასაზღვრო პუნქტები ოფიციალურად 90-იან წლებში ამოქმედდა. ამის მიუხედავად, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს შეეძლოთ უპრობლემოდ (
ავტორი: ანა ჯიქია