|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მიმდინარეობს

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 27 სექტემბერს გაიხსნა.  კინოსეანსები კინოთეატრ „საქართველოში“ იმართება.

დღეს 1-ელ დარბაზში უახლესი ქართული ანიმაციის ჩვენება მოეწყო.  

მაყურებელმა ნახა: არაზუსტი მეცნიერება - რეჟ. სალომე ტურაშვილი, ელენე დარიანი - რეჟ. ელენე თავაძე, ნინძა ბუ - რეჟ. ცოტნე რუსიშვილი, კატოს სიზმრები - რეჟ. ცოტნე რუსიშვილი,  გაქცევა - რეჟ. ელენე სანაია,  გაბნეული შუქები - რეჟ. თათა მანაგაძე.  

დღესვე მაყურებელმა ნახა სტუდენტური პროგრამა :

 ლორემ იპსუმ - ქეთევან ბარნოვი, ელენე ქუთათელაძე, 
 ჩემი ფესვები მტოვებენ - ლუკა კოპალეიშვილი, ანი მამაიაშვილი,
 ნამჯა - დემეტრე წულაძე, ნინი ამაშუკელი, 
 დორთა - ფრიდონ კოკა ქარდავა, ანი ბართია, 
 ბებიის ბოლო სურვილი - ლუკა ფადიურაშვილი, 

კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების პარალელურად ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს. 

წლევანდელი ფესტივალის ფოკუსშია იტალია, მაყურებელი ნახავს: იერ პაოლო პაზოლინის, ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას ნამუშევრების რეტროსპექტივას. ფესტივალს ეწვევა იტალიელი რეჟისორი ბენიამინო ბარეზე და ნაჩვენები იქნება მისი ფილმი – „დედაჩემის გაუჩინარება“.  სპეციალური სტუმარი იქნება ფილმის მთავარი პერსონაჟი, მოდელი და ჟურნალისტი ბენედეტა ბარძინი.

ფესტივალზე ასევე გაიმართება ლუის ბუნიუელისა და რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმების საიუბილეო ჩვენებები.

კინოფესტივალი  2 ოქტომბერს დასრულდება.

ავტორი: