|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი სტუდენტებს იწვევს

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი იწყებს პროექტს - „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“, სადაც თანამშრომლობისათვის სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჟურნალისტიია ანთაძე  სტუდენტებს იწვევს.

 პროექტი გულისხმობს საქართველოს ხუთ ქალაქში - გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში - ათ-ათი სტუდენტის შერჩევას და მათ მომზადებას ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის. პროექტი, აგრეთვე, გულისხმობს კონკურსის საფუძველზე შერჩეული და სათანადოდ მომზადებული 10 სტუდენტის თანამშრომლობას ქალაქის მერთან სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს შექმნის მიზნით და შემდგომ საქმიანობას საბჭოს შემადგენლობაში. ახალგაზრდული საბჭოს წევრები პროექტის მიმდინარეობის შესახებ თითოეულ ქალაქში ხუთ ვიდეო და/ან ტექსტურ ბლოგს შექმნიან.

პროექტში მონაწილეობისათვის ახალგაზრდებმა უნდა გაიარონ ორსაფეხურიანი შესარჩევი კონკურსი. პირველ საფეხურზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონული ფოსტის ქვემოთ მითითებულ მისამართებზე უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი - რატომ სურთ პროექტში მონაწილეობა და როგორ ხედავენ მოქალაქეების პასუხისმგებლობასა და როლს ქალაქის განვითარებაში (მაქსიმუმ 300 სიტყვა). კონკურსის მეორე საფეხურზე, სამოტივაციო წერილის საფუძველზე შერჩეულ სტუდენტებს პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები გაესაუბრებრებიან.  

სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ქალაქი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი/სპეციალობა, კურსი და ტელეფონის ნომერი. სამოტივაციო წერილის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 20 ნოემბერი.

პროექტი მხარდაჭერილია სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა ზემოთ ჩამოთვლილი ხუთივე ქალაქის მერმა.  

სტუდენტების სამოტივაციო წერილები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართებზე:ia.antadze@gmail.com tamtakubaneishvili@gmail.com

 

ავტორი: ნიუპრესი