|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" პროექტის „სახელმწიფო 3.0“ პრეზენტაცია გაიმართება

8 ნოემბერს 15.00 საათზე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" პირველი მასშტაბური პროექტისსახელმწიფო 3.0“ პრეზენტაცია გაიმართება.

ინოვაციებისა და განვითარების ფონდი 2014 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს საზოგადოების შიდა ინოვაციური პოტენციალის გამოვლენა-გაფართოების გზით, ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას და მის გლობალურ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას

სახელმწიფო   3.0 - რეფორმების ახალი ტალღა“ -  მიზნად ისახავს შექმნას ისეთი მექანიზმები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება კონკრეტული პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტაზე და უხრუნველყოფს აქტიური მოქალაქეების ამ ინიციატივების რეალიზებაში.

პროექტის ფარგლებში ათასობით მონაწილე იმუშავებს ხუთი კონკრეტული მიმართულებით 12 თვითმმართველ ქალაქში. ყველა მსურველს ექნება საშუალება ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ქალაქისა და მთელი რეგიონის ჯანდაცვის, განათლების, სამართალდამცავი სისტემის, ეკონომიკის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში, რომლის განხორციელება სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული.

მონაწილეებს აპლიკაციის შევსება შეუძლიათ ფონდის ვებგვერდზე www.idf.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით  591051601

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა