|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"Tumbling Bones" ქუთაისში

17 ნოემბრიდან იმერეთის რეგიონს ამერიკული ჯგუფი „Tumbling Bones“ ესტუმრება და ქართველ მსმენელს ამერიკული ტრადიციული ქანთრი მუსიკის გაცნობის საშუალება მიეცემა. 
ისინი ტრადიციული ქანთრის ჟანრის მუსიკასა და ახალგაზრდა კომპოზიტორების მიერ შექმნილ ნაწარმოებებს 
უკრავენ. მათი მუსიკა მსუბუქი როკ ენ როლისა და ორიგინალური სტილის „Bluegrass“-ის ნაზავს წარმოადგენს, სადაც ბრიტანეთის კუნძლებიდან წამოსული ემიგრანტების მუსიკა ამერიკულ ჯაზსა და ბლუზს ერთვის. 
ამერიკული ქანთრი-ჯგუფის იმერული გასტროლი ასეთი თანმიმდევრობით გაიმართება;
• 17 ნოემბერი
ზესტაფონი. კულტურის ცენტრი
დასაწყისი:15:00 საათი
• 18 ნოემბერი
თერჯოლა. ახალაგზრდული ცენტრი
დასაწყისი: 15:00 საათი
• 19 ნოემბერი
ქუთაისი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი
დასაწყისი: 16:00 საათი


კონცერტებზე ამერიკელ შემსრულებლებს ქართველი ქანთრის შემსრულებელი, შოთა ადამაშვილი და პოპულარული ქუთაისელი შემსრულებელი, Chicho შეუერთდება.
იმერეთის რეგიონში ამერიკული ჯგუფის სტუმრობა საქართველოში ამერიკის საელჩოსა და დემოკრატიის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის (DDSC) ერთობლივი პროექტია.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა