|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დოკუმენტი დაამტკიცა

სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი დაამტკიცა. 

ომბუცმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:
"გაითვალისწინა რა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმების განხორციელების მნიშვნელობა პრაქტიკაში, სახალხო დამცველის აპარატმა აიღო ვალდებულება, თანამშრომლებს შეუქმნას სექსუალური შევიწროებისაგან თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო. აღნიშნული მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრევენციული ზომების განხორციელებას. 
პრევენციის დოკუმენტით დასახული მიზანი - აღმოიფხვრას სექსუალური შევიწროების პრეცენდენტი სამუშაო ადგილზე, მიიღწევა შემდეგი ამოცანების შესრულებით: 
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები გაეცნონ თავიანთ უფლებებსა და ვალდებულებებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით; ასევე, ჩაუტარდეთ სპეციალური ტრენინგი აღნიშნულ თემაზე;
შეიქმნას სექსუალური შევიწროებისადმი არატოლერანტული გარემო, ადეკვატური რეაგირების მექანიზმების დანერგვით;
სექსუალური შევიწროების შემთხვევაზე წარდგენილ საჩივარს მოჰყვეს ფაქტის შესწავლა და სამართლებრივი გადაწყვეტისათვის ეფექტური ნაბიჯები;
პოლიტიკის დოკუმენტის აღსრულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, რომელიც იღებს და განიხილავს ამგვარ საჩივრებს, ასევე უწევს მონიტორინგს დოკუმენტის განხორციელებას გენდერული თანასწორობის დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით",-ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში დასაქმების ადგილზე

ავტორი: ნიუპრესი