|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტიქიასთან უძლური ხელისუფლება და დაპირებების იმედად დარჩენილი დაზარალებულები [Video]

დანგრევის პირას მისული დატბორილი სახლები და ავანსად გაცემული დახმარების დაპირება– ასეთია ის შედეგი, რომელიც 9 აგვისტოს, ქუთაისში  მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქს მოუტანა. გაუმართავი სანიაღვრე სისტემის მიზეზით, დაახლოებით 2–საათიანმა კოკისპირულმა წვიმამ ქალაქის ქუჩების დატბორვა და ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.  სტიქიის შედეგად, წერეთლისა და ფოთის ქუჩებზე მაცხოვრებელთა სახლებში წყალი ამ დრომდე რჩება.

10 აგვისტოს ქალაქის ხელმძღვანელობამ დატბორილი ადგილები დაათვალიერა და ზარალის დათვლის შემდეგ, მისი ანაზღაურების პირობაც გასცა. დაპირების მიუხედავად, რა ეშველება დანგრევის პირას მისულ საცხოვრებელ სახლებს, ქალაქის მერს პაუხი არ აქვს. „არ ვიცი ამ კედლებს რა ეშველება, მაგრამ ისე ვაკეთებთ,  წყალი არ დაგიდგებათ,“ – უპასუხა გიორგი თევდორაძემ დაზარალებული მოქალაქის კითხვას.


ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე