|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფაქტ-მეტრმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული პოლიტიკოსთა განცხადებები შეაფასა

 FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. პირველიდან რვა დეკემბრამდე ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა.

ამ პერიოდში ყველაზე პოპულარული სტატია, პოლიტიკოსების მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები აღმოჩნდა.

ლარის კურსის ვარდნა ძირითადად დოლარის სხვა ვალუტებთან გამყარებითაა გამოწვეული და მას ბიუჯეტთან არავითარი კავშირი არ აქვს. ასე აფასებენ ბოლო დღეებში ლარის კურსისი საგანგაშო ვარდნას მთავრობაში

ფაქტმეტრის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აშშ დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებაში მართლაც გამყარდა, მაგრამ ამ ფაქტორის ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად მოყვანა არასწორია. ქართული ვალუტა, რუსული რუბლისა და უკრაინული გრივნის გარდა, საქართველოს ყველა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა. ამასთან, ლარმა გაუფასურება ნოემბრის ბოლოდან დაიწყო, დოლარი კი გლობალურად ივლისიდან მყარდება.

ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი ქვეყანაში დოლარის მოცულობის შემცირებაა. გასულ წელთან შედარებით სავაჭრო ბალანსი 593 მლნ დოლარით გაუარესდა, რამაც ლარის კურსის ვარდნა განაპირობა. ასევე, 2014 წლის პირველ ნახევარში, წინა წელთან შედარებით, უცხოური ინვესტიციების და კრედიტების შემოსვლა 135 მლნ დოლარით შემცირდა.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც ლარის კურსის ვარდნის ტენდენციას გარე ფაქტორებით ხსნის და ცდილობს მთლიანად გამიჯნოს ის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან, მეტწილად მცდარია.

გასულ კვირას ფაქტმეტრმა ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებაც გადაამოწმა. ხადურის თქმით, ბიუჯეტში "სხვა შემოსავლების" მუხლის შემცირება ჯარიმების მოცულობის შემცირებამ განაპირობა.

2014 წლის 10 თვის მონაცემებით, სანქციებიდან (ჯარიმებიდან) მიღებული შემოსულობების მოცულობა 2013 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 33 641 300 ლარით, ხოლო საკუთრებიდან მიღებულ შემოსავლების 21 525 500 ლარით. ამასთან, სხვა შემოსავლების ქვეპუნქტი ჯამში 15 424 000 ლარითაა შემცირებული, რადგან ჯარიმებიდან და საკუთრებიდან შემცირებული შემოსავლები ნაწილობრივ ტრანსფერების და შერეული შემოსავლების მუხლებმა დააბალანსა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ შეიძლება "სხვა შემოსავლების" შემცირება მხოლოდ სანქციების (ჯარიმები

ავტორი: ნიუპრესი