საქართველოში ისევ ღირსეულ პენსიაზე ოცნებობენ
პენსია
პირისთვის კანონის
შესაბამისად დანიშნული
ყოველთვიური ფულადი
სარგებლისა და
ჯანმრთელობის დაზღვევის
ერთობლიობაა, რომელსაც,
უმეტესწილად, წარსულში
გამომუშავებული შრომის
მიხედვით ანაწილებს
სახელმწიფო.
ასაკობრივი პენსიის დანიშვნა საქართველოში 65 წლის მამაკაცს, ხოლო ქალბატონს 60 წლის ასაკში შეუძლია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 855 349 პენსიონერზე გასცემს პენსიას. რომელთა შორის ასაკით პენსიის მიმღებთა რაოდენობა 697 095 -ია, ხოლო სოციალური პაკეტის მიმღებების, შშმ პირების, მარჩენალდაკარგულების და რეპრესირებულების რაოდენობა 158 254 -ია.
პენსიის
რაოდენობა საქართველოში თვეში 150 ლარია. მაშინ
როცა, საარსებო
მინიმუმი დაახლოებით, 160 ლარის ფარგლებში
მერყეობს. გამოდის,
რომ პენსიონერს საკუთარი პენსია
ცხოვრების ელემენტარული პირობების შესაქმნელადაც არ ჰყოფნის.
ამას აღნიშნავს
თითქმის ყველა
პენსიონერი და
ჩვენთან საუბარშიც
ადასტურებს ჭიათურაში მცხოვრები ლალი გოგსაძე, რომელიც გვიყვება,
თუ რაში
ხარჯავს საკუთარ
პენსიას:
„ყველაზე
დიდი თანხა
150 ლარიდან წამლებში მიდის. არის შემთხვევა, როცა თვეში 100 ლარის წამლებსაც
ვყიდულობ, ესეც
თუ მეყო,
ძალიან კარგი
შეღავათი იქნება.
ფუფუნების საგნებს
არ ვყიდულობ.
რაც არის
აუცილებელი, კარტოფილი; ამ ზეთმა
კი მომკლა,
არ ვარგა,
მაგრამ მაინც
ვყიდულობ, სხვა რა ვიხმარო;
წელს ლობიოც
ვერ ვიყიდე.
ჩაცმა-დახურვას
ვინღა ჩივის.
ყოველ წელიწადს
400 ლარი შეშაზე
მიმდის. პენსიის
დრო რომ
მოდის და
ჩემი მეუღლე
ცუდადაა, ვფიქრობ,
ნეტა მანამდე
არ მოკვდეს,
პენსიის აღება
მაინც მოვასწრო
მეთქი. ესაა
ცხოვრება?! ამას
გარდა, მეც
კი მინდა,
ვიღაცას რაღაცათი
მაინც ვასიამოვნო. ზოგჯერ მეტყვიან,
შენ ნუ
მოიკლებო, მაგრამ მე რასაც
ვიკლებ, იმაში
იმდენ სიამოვნებას ვნახულობ, მე თვითონ რომ
მოვიხმარო, იმდენ სიამოვნებას, ალბათ, ვერც მივიღებ“,
_ ამბობს ქალბატონი
ლალი.
ღირსეული
პენსია, რომელიც
წარსულის შრომას
დაუფასებდათ, ქართველი
პენსიონრებისთვის ისევ
ოცნებად რჩება.
მიუხედავად იმისა,
რომ 2012
წლის ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნების დროს მოსულ
ახალ მთავრობას,
პროგრამაში ბევრ
სხვა დაპირებასთან ერთად,
პენსიის გაზრდის
დაპირებაც ჰქონდა,
პენსიონრები მიიჩნევენ,
რომ ამ
ქვეყანაში მათ
დაფასება ისევ
არ აქვთ.
კოალიციის
წარმომადგენლები, არჩევნების წინ, ცალკეული შეხვედრების დროს პენსიის
220 ლარამდე გაზრდასაც
აანონსებდნენ. თუმცა
ახალი მთავრობის
მოსვლის შემდეგ
მდგომარება პენსიონრებისთვის უკეთესობისკენ დიდად
არ შეცვლილა.
“2013 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ" კანონის
32 მუხლის მე-6
პუნქტის თანახმად,
2013 წლის 1 სექტემბრიდან ყველა
ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის
ფულადი ოდენობა
ნაცვლად 125 ლარისა
განისაზღვრა 150 ლარით. 2014 წლის
ბიუჯეტში კი
პენსიის ზრდა
საერთოდ არ
იყო გათვალისწინებული. 2015 წლის სექტემბრის თვიდან იგეგმება
პენსიის 10 ლარით
გაზრდა. ცალკე
აღნიშვნის ღირსია
სადაზღვევო პაკეტი,
რომლის საფუძველზე ყველა მოქალაქეს
და მათ
შორის პენსიონრებსაც საშუალება აქვთ
ექიმთან შეღავათიან ფასად კონსულტაციები გაიარონ,
ასევე სახელმწიფოს ხარჯზე ჩაიტარონ საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციები. თუმცა
როგორც პენსიონრები აცხადებენ, ამ შეღავათების მიუხედავად, ისინი, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი პენსიით
წამლებსაც ვერ
ყიდულობენ.
2012 წლის
საპარლამეტო არჩევნების წინ კოალიცია
„ქართული ოცნების“
დამფუძვნებელი და
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა:
„ჩვენ დავადგენთ
საარსებო მინიმუმის
ახალ ზღვარს.
ცხადია, ეს
ზღვარი აღარ
იქნება დამამცირებელი. პენსია არ
იქნება იმაზე
ნაკლები, ვიდრე
საარსებო მინიმუმია“.
თუმცა ეკონომიკური ექსპერტების თქმით,
საარსებობო მინიმუმად
მოხსენიებული 160 ლარი
არასწორადაა დაანგარიშებული და ეს
ზღვარი 250 ლარსაც
კი აღწევს
თვეში. „ახალი
მთავრობის პირობებში
150-ლარამდე მოიმატა
პენსიამ და
ეს ძალიან
კარგი ფაქტი
იყო. თუმცა,
ვეჭვობ, მინიმალურ
კალათას, რაც
არსებობს ოფიციალური მონაცემის მიხედვით, ემთხვეოდეს ეს
თანხა. ფაქტია,
რომ ადამიანის
საარსებო მინიმუმი
160 ლარზე მეტია
ჩვენს ქვეყანაში.
როგორ დათვალეს
და დაადგინეს
აღნიშნული ზღვარი,
ესეც საკითხავია“, _ აცხადებს აკადემიკოსი და ექსპერტი
ეკონომიკის საკითხებში ავთანდილ სილაგაძე.
როდესაც
„ქართული ოცნების“
წარმომადგენლებს პენსიის
კონკრეტულ ნიშნულამდე გაზრდის დაპირებას
ახსენებენ, ისინი
უარყოფენ, რომ
მათ პროგრამაში თანხის დაკონკრეტება არ ყოფილა.
მათი პოზიცია
ასეთია: „დაპირება
იყო, რომ
პენსია გაიზრდებოდა და ეტაპობრივად ზრდიან კიდეც“.
მათ განცხადებას ეთანხმება აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე: „მე
ვარ საქმის
კურსში და
„ქართული ოცნების“
წინასაარჩევნო პროგრამას
კარგად ვიცნობ.
არსად არ
ყოფილა პროგრამულად დაფიქსირებული პენსიის
220 ლარამდე გაზრდა.
ციფრი არ
ყოფილა პროგრამაში. თუმცა იყო
გარკვეული გამონათქვამები, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებსაც მსგავს
დაპირებას იდნივიდუალურ შეხვედრებზე აჟღერებდნენ“, _ამბობს სილაგაძე.
ქუთაისის
მაჟორიტარი დეპუტატი
გუბაზ სანიკიძე ამომრჩეველთან შეხვედრისას ხალხს
ჰპირდებოდა, რომ
კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ,
როცა იანვარში
ახალი ბიუჯეტი
დამტკიცდებოდა, პენსია
მაშინვე 220 ლარი
გახდებოდა. ამ
დაპირების ვიდეოჩანაწერებიც არსებობს. მსგავს განცხადებებს აკეთებდა თავდაცვის
უკვე ყოფილი
მინისტრი ირაკლი ალასანიაც: “სოციალური რეფორმა
განხორციელდება იმ
გეგმით, როგორადაც, ჩვენ - „ქართულმა
ოცნებამ“ შევიმუშავეთ. ჩვენი პენსიონერების პენსია საარსებო
მინიმუმზე ნაკლები
არ უნდა
იყოს. ეს
იმას ნიშნავს,
რომ პენსია
განისაზღვრება არანაკლებ
220 ლარისა“, _ ამბობდა 2012 წლის
საპარლამენტო არჩევნების წინ ალასანია.
თუმცა, ის
და მისი
გუნდი, „თავისუფალი დემოკრატები“, დაახლოებით, ერთი
თვეა, რაც კოალიცია „ქართულ ოცნებას“
გამოეყო. გუბაზ
სანიკიძემ კი
უდროობის გამო,
როგორც მისმა
თანაშემწემ განგვიცხადა, პენსიებზე სასაუბროდ
ჩვენთვის ვერ
მოიცალა.
პენსიონრები 2015 წლის ბიუჯეტში პენსიის მხოლოდ
10-ლარიან ზრდას
არაერთგვაროვნად შეხვდნენ:
„რა
არის ათი
ლარი?“ ; მგონი,
ჯობია, რომ
არ გაიზარდოს,
აზრი არ
აქვს მაინც“; „სასაცილოა,
სატირალი რომ
არ იყოს.
იმედია, მომავალი
საპარლამენტო არჩევნების წინ პენსია 200 ლარი
იქნება“;
„რა არის
10 ლარი? მაგრამ
თუ არაფერი
არ აქვენ,
რა მოგვცენ
მეტი? ამასაც
სექტემბერში გვაძლევენ.
ბარეორი ვერ
მიაღწევს მანამდე!“; „როგორაც
აქვს სახელმწიფოს შესაძლებლობა, ისე მოგვცემენ“ ; „სააკაშვილი 100 დოლარს
გვპირდებოდა პენსიას,
ივანიშვილი უკეთესს.
სამწუხაროდ, არ
შესრულდა ეს
ყველაფერი და
10 ლარი მიიწებონ
შუბლზე“, _აცხადებდნენ ქუთაისლები „ნიუპრესთან“ საუბარში.
როგორც
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ავთანდილ სილაგაძე აღნიშნავს
პენსიის 10-ლარიანი
ზრდა, შეიძლება
ბევრისთვის არაფერს
ნიშნავს, მაგრამ
ბიუჯეტისთვის ეს
თანხა დიდი
პასუხისმგებლობაა. ფინანსთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბიუჯეტს პენსიის
10-ლარიანი ზრდა
80-90 მლნ ლარი
უჯდება.
ჩვენი
პენსიონერი რესპონდენტი ლალი გოგსაძეც აღნიშნავს,
რომ პენსიის
ამგვარი ზრდა
დიდ შეღავათს
არც მის
ოჯახს მოუტანს:
„10 ლარს
დაგიმატებთო, საცინლად
გვიგდებენ. თან
ოქტომბერში, მეათე
თვეში ავიღებთ
გაზრდილ პენსიას.
ჩემს ქმარს
ვუთხარი: „კარგად მოუფიქრებიათ პოლიტიკოსებს. ოქტომბრამდე ნაწილი
დავწყდებით და
უფრო იოლად
გავლენ ფონს!“ აბა,
10 ლარი რა
არის? პენსიას ცოტას
რომ მოუმატებენ, ბაზარში ფასი
აიწევს პროდუქტებზე და რაღა
გამოდის? - არაფერი“,
_ ამბობს ის.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ პენსიის 10-ლარიან ზრდაზე ამგვარი განცხადება გააკეთა: „მე კი არ უნდა ვეყო 160 ლარს, 160 ლარი უნდა მეყოს მე“. მისმა ამ გამონათქვამმა ქართულ საზოგადოებაში
ავტორი: ცისანა შერგილაშვილი