'ოღონდ თქვენ ნუ დაბრუნდებით და ესეც კარგად ვგრძნობ თავს' - პასუხი მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი გახდა და რამდენადაც ცნობილია, ოფიციალური გვერდიდან საკმაოდ ხშირად ამყარებს კონტაქტს ხალხთან.
20 წლის ქართველი მუსიკოსი ხვიჩა ხოჯავა ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლითაც სააკაშვილი დაინტერესდა.
მუსიკოსმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი და მიხეილ სააკაშვილის მიმოწერაა ასახული.
მიხეილ სააკაშვილი : - ხვიჩა ძალიან კარგად მღერიხარ. როცა დავბრუნდები, პირობას გაძლევ, დიდ წარმატებას მიაღწევ.
ხვიჩა ხოჯავა : – დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, ოღონდ თქვენ ნუ დაბრუნდებით და ესეც კარგად ვგრძნობ თავს.
ავტორი: ნიუპრესი