|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბათუმში ძმამ დას საკუთარი ღვიძლის ნაწილი გადაუნერგა

პირველად საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩატარდა. 20-საათიანი პროცედურა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მიმდინარეობდა.

27 წლის ბათუმელმა მამაკაცმა საკუთარი ღვიძლის ნაწილი ციროზით დაავადებულ 32 წლის დას მისცა. დონორისა და რეციპიენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ისინი უკვე მოხსნილები არიან ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან და და–ძმას ერთმანეთთან პირველი გასაუბრების საშუალებაც მიეცათ.

ტრანსპლანტაციის ოპერაცია ქართველმა მედიკოსებმა ინდოეთის წამყვან ქირურგთან ერთად ჩაატარეს.


cp.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა