|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს ახალ წელს ბევრი სიურპრიზი ელოდება

წლევანდელი ახალი წლისთვის გამოყოფილი ხარჯები, გასულ წელთან შედარებით ნაკლებია (გასულ წელს 90 000, წელს - 52 000 ლარი), თუმცა სახალისო და სანახაობითი ღონისძიებები წელს მეტია დაგეგმილი.

 

 ქუთაისის მერიის კულტურის , სპორტის , ძეგლთა დაცვის  და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური  უფროსის ვაჟა ჯუღელის განცხადებით, ქუთაისელებს მრავალმხრივად დატვირთული და ძალიან კარგი საახალწლო ღონისძიებები ელოდებათ. მისი თქმით, სხვადასხვა სახის პრემიერები, მოწვეული სტუმრები და კარგად ნაცნობი  ტრადიციის  გახსენება, ახალი წლის სუნთან და ელფერთან ერთად, ძალიან კარგ ატმოსფეროს შექმნის.

,,საახალწლო ღონისძიებები ძირითადად, 31 დეკემბრიდან არის დაგეგმილი. დილიდან დაიწყება სხვადასხვა მასობრივი ღონისძიებები: ქუჩაში მსვლელეობები, რომლებშიც „ნიღბების თეატრის“ მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას, იქნება ქართული თოვლის ბაბუა, რომელიც ჩვენი წარმოდგენით მარხილში უნდა იყოს, შეიძლება ამ შემთხვევაში მარხილში  ვერა, მაგრამ ფაეტონში ჩავაჯინოთ. „თოჯინების თეატრში“ ყოველწლიურად ტარდება და წელსაც აუცილებლად გაიმართება საბავშვო წარმოდგენები, იქნება სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვები, ქალაქის  ცენტრალურ უბანში“ - განმარტავს ჯუღელი „“ საუბრისას.

 31 დეკემბერს ცენტრალურ მოედანზე გაიმართება  „შავფაროსანთა“ საჩვენებელი გამოსვლა.  საღამოს ტრადიციულად,  დაიწყება კონცერტი, დაახლოებით 20:00 საათისათვის. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თორნიკე ყიფიანის ბენდი, პანჩო, ნუკრი კაპანაძე, კახა კუხიანიძე, ჯგუფი ,,სეიშენი", მარიამ კახელიშვილი და სხვა „ჯეოსტარელები“.  მათ შორის, ადგილობრივი შემსრულებლებიც. 12 საათზე ღონისძიებას გრანდიოზული ფეიერვერკი შეწყვეტს, ღონისძიება დაახლოებით ღამის 2 საათამდე გასტანს.

ვაჟა ჯუღელმა „“ ერთი სიურპრიზიც გაუმხილა - წელს საახალწლო ღონისძიებათა რიცხვს კარნავალი შეემატა, რომელიც ცენტრალული მოედნის ტერიტორიაზე მოეწყობა.

როგორც ქალაქის კულტურის, სპორტის,  ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა განაცხადა, 31 დეკემბრიდან ძველით ახალი წლის ჩათვლით  ღონისძიებათა  უწყვეტი ჯაჭვი გაგრძელდება

,,1 იანვარს ჩვენი სამსახური ყიდულობს მესხიშვილის თეატრის საბავშვო სპექტაკლს, იმავე დღეს ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ,,ნიღბების თეატრი“ გამართავს წარმოდგენას. შემდეგ დღეებში „ყინულის მოედანზე“ გაიმართება საჩვენებელი სანახაობა, სადაც ბავშვები დასაჩუქრდებიან. ღონისძიებაზე მიწვეული იქნებიან შშმ პირები, სოციალურად დაუცველები და ის იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ქუთაისში აფხაზეთის მთავრობის მიერ გახსნილ საჯარო სკოლაში სწავლობენ“.

სიურპრიზები ამით არ მთავრდება -  5 იანვარს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ: ეკა კვალიაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, მარიამ როინიშვილი, ნუკრი კაპანაძე და სხვები. კონცერტზე ასევე, წარმოდგენილი იქნება „კინომსახიობთა თეატრის“  მსახიობთა ჯგუფი ნინელი ჭანკვეტაძის, ზაზა მიქაშავიძის და გია აბესალაშვილის შემადგენლობით. ამავე კონცერტზე მისულ ქუთაისელებს ტელეკომპანია ,,იმედის“ პროექტის ,,ცეკვავენ ვარსკვლავების“ წყვილების მიერ მოწყობილი შოუ სანახაობა ელოდება.

 6 იანვარს, ქუთაისის მერიის  სამსახურის პატრონაჟით  თეატრის  მოყვარულებს  საშუალება ექნებათ „კინომსახობთა თეატრის“ მიერ წარმოდგენილი კომედიური ჟანრის სპექტაკლი ,,ხვალ შობაა“ იხილონ.

 ქუთაისში „ტრადიციები გრძელდება“ და 7 იანვარს, წელსაც უცვლელად რჩება „ალილოს“ მსვლელობა. აქ შემოსული შემოწირულობები შემდეგ მოხუცთა თავშესაფარში, შშმ პირებთან და  მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებში გადანაწილდება.

საახალწლო ღონისძიებებთან ერთად, 14 იანვარს ქუთაისში თეატრის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით მესხიშვილის თეატრი მაყურებელს, საკუთარი სპექტაკლით ,,ზაფხულის ღამის სიზმარი“ დაასაჩუქრებს, სადაც დასწრება მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა