10 მითი კოსმოსზე, რომლისაც არ უნდა გვჯეროდეს
კოსმოსში ვფეთქდებით!
ეს იდეა თავიდან ბოლომდე ჰოლივუდს ეკუთვნის. რეჟისორებს ხშირად არ აწუხებთ ის მომენტი ფაქტი რეალური იქნება თუ არა. მათ შეუძლიათ რეალობა ათასნაირად გადააკეთონ, მთავარია სცენის საუკეთესო ვარიანტი გადაიღონ! ფილმებიდან ვიცით, რომ ადამიანის მოხვედრა კოსმოსში დამცავი ტანისამოსის გარეშე იწვევს მის აფეთქებას და წარმოიქმნება ძვლებისა და სისხლის ჩანჩქერი (თუ კი ასაკობრივი ზღვარი აქვს ფილმს).
რათქმა უნდა სპეციალური ატრიბუტების გარეშე ადამიანი მოკვდება კოსმოსში გასვლისას, მაგრამ არა იმ მომენტშივე ან რაიმე აფათქებით. ადამიანს შეუძლია დაახლოებით 1 წუთი გაძლოს კოსმოსში. თავისთავად ეს არცთუ ისე სასიამოვნოა მოსასმენია, მაგრამ ეს არაა აფეთქება. ადამიანი კვდება ჰაერის უკმარისობისგან. ფილმი, რომელიც ამ ყველაფერს გვიჩვენებს – სტენლი კუბრიკის 2001: A Space Odyssey
ვენერა და დედამიწა იდენტურები არიან!
ვენერას ხშირად ჩვენს ტყუპისცალს უწოდებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ის იგივენაირია როგორიც დედამიწაა. ეს იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა როგორ გამოიყურებოდა პლანის გარსი. მისი ძალიან სქელი ატმოსფეროს გამო, ჩვენ ვერ შევძელით ეს გაგვეგო სანამ არ გავგაზვნეთ მფრინავი აპარატი , რომელმაც რამდენიმე არც თუ ისე კარგი და ნაყოფიერი ზედაპირი აღმოაჩინა
მზე – ცეცხლოვანი ბურთი!
და სინამდვილეში მზე ანათებს და არა იწვის. საშუალოსტატისტიკური ადამიანი ამ ორს შორის განსხვავებას ვერ დაინახავს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სიცხე, რომელსაც მზე გამოყოფს, არის ბირთვული რეაქცია და არა ქიმიური (და წვა კი ქიმიური რეაქციაა).
მზე ყვითელი ფერისაა!
თხოვეთ ნებისმიერ ადამიანს დახატოს მზე, იგი აუცილებლად აიღებს ყვითელ ფანქარს. ეს ნორმალურად ითვლება. ჩვენ მზეს ყვითელი ფანქრით ვხატავთ ჯერ კიდევ ბავშობიდან, როცა მხოლოდ პატარა სახლაკის და მომღიმარი მზის (რომელიც ფურცლის კუთხეშია) დახატვა ვიცით. თუ დაგვჭირდება დამატებითი დამამტკიცებელი საბუთი, შეგვიძლია გავიდეთ გარეთ, შევხედოთ მზეს და დავრწმუნდებით რომ ის ნამდვილად ყვითელია.
სინამდვილეში, ჩვენ მზეს ყვითლად ატმოსფეროს გამო ვხედავთ. თუ კი თქვენ დარწმუნებული ხართ, თქვენ გინახიათ ფოტო რომელიც გადაიღო ნასამ და მზე იქ ყვითელი იყო – ნუ შეიძლება მართალიც ბრძანდებით. ჩვენი წარმოდგენები რომ მზე ყვითელი ფერისაა იმდენად გავრცელებულია, რომ ხანდახან ასტრონომები სურათის ფერებს რედაქტირებას უკეთებდნენ რომ უფრო ამოცნობადი ყოფილიყო ესა თუ ის პლანეტა თუ მზე თუ რაიმე ციური სხეული.
რაც არ უნდა იყოს მზის ნამდვილი ფერი არის თეთრი. თუკი შეხვდებით ასტრონომს ან ვინმეს ვინც არის ნამყოფი კოსმოსში აუცილებლად კითხეთ მას ამის შესახებ.
ამის გარდა, აუცილებელი არაა ჩვენ ვხედავდეთ მზეს რომ ამოვიცნოთ მისი ფერი, შეგვიძლია ვიმსჯელოთ მისი ტემპერატურიდან გამომიდინარე. ცივი ვარსკვლავები – ყავისფერ/მუქ-წითელ ფერებში, მათი ფერი დამოკიდებული იმაზე თუ როგორ თბებიან ისინი. წითელი ვარსკვლავის ტემპერატურა – რამოდენიმე ათასი კელვინის გრადუსი. ყველაზე ცხელი ვარსკვლავები – 10 ათასობით კელვინის გრადუსი და ფერი – ცისფერი. მზის ტემპერატურა დაახლოებით 6 ათასი კელვინის გრადუსია ანუ დაახლოებით სპექტრის შუაში , რაც მას თეთრ ფერს აძლევს.
დედამიწა ზაფხულობით მზეს უახლოვდება!
ერთი შეხედვით ეს ფაქტი საკმაოდ ლოგიკური ჩანს. ჩვენი პლანეტა მაქსიმალურად თბება, როცა იგი ახლოსაა თავის გამათბობელთან. როგორც არ უნდა იყოს, ეს იდეა წარმოიშვა იქიდან, რომ ჩვენ ვერ ვხვდებოდით რას ნიშნავდა სეზონების ცვლა. ეს არ არის ჩვენი დისტანციის ცვლა მზისგან, ეს უბრალოდ დამოკიდებულია ღერძის დახრილობაზე. როდესაც ღერძი გადახრილი მზისკენ – ზაფხულია. როდესაც პირიქით გადაიხრება – ზამთარია.
მაგრამ, დედამიწა რომ ხანდახან შორს და ხანდახან ახლოს რომ არის მზესთან ეს მითი არაა. ჩვენი პლანეტა მოძრაობს ორბიტაზე, რომელსაც ელიფსის ფორმა გააჩნია(როგორც დანარჩენი პლანეტების უმეტესობას). მანძილი დედამიწიდან მზემდე დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრია. მიუხედავად ამისა, პერიჰელიონში (ყველაზე ახლო წერტილი მზიდან დედამიწაზე), ეს მანძილი მცირდება 147 მილიონ კილომეტრამდე, ხოლო აპელში (ყველაზე შორი წერტილი მზიდან დედამიწაზე) იზრდება 152 მილიონამდე. ასე რომ წლიური ციკლის დროს მზესა და დედამიწას შორის მანძილი მერყეობს 5 მილიონ კილომეტრამდე.
მთვარეს ბნელი მხარე გააჩნია!
ნუ ეს მითი თავისთავად არ დაგვეჯერება. მთვარე დედამიწასთან ერთად ტრიალებს თავისი ღერძის გარშემო, მას არ გააჩნია განათებისთვის საჭირო რესურსები, და მას, ისევე როგორც დედამიწას, მზე ანათებს. მთვარის ყველა ნაწილი იღებს მზის ნათებას დროთა განმავლობაში.
ხმა კოსმოსში!
კინოში ზოგჯერ გვხდება მომენტი თითქოს კოსმოსში ხმა ისმის. მაგრამ კოსმოსში არ არის ატმოსფერო, ე.ი, არ არის არაფერი, რისი საშუალებითაც ხმის ტალღები იმოძრავებდნენ. და კვლავ კუბრიკმა ყველაფერი სწორად გვანახა თავის კოსმოსურ ოდისეაში (2001: A Space Odyssey)
ეს იმას არ ნიშნავს რომ მთელს სამყაროში არსად არ არის ხმა ჩვენი პლანეტის გარდა. თუ თქვენ მოხვდებით ისეთ ადგილზე სადაც არის ატმოსფერო, იქ აუცილებლად იქნება ხმა, თუმცა რა თქმა უნდა სხვანაირი, აი მაგალითად მარსზე ხმა ბევრად ხმამაღლა ისმის.
თქვენ არ შეგიძლიათ გაფრინდეთ ასტეროიდების სარტყელის გავლით!
ამის შესახებ ჩვენ ვგებულობთ “ვარსკვლავური ომებიდან”. როდესაც ერთერთმა პერსონაჟმა გაგზავნა “ათასიწლის შევარდენი” სასიკვდილო ასტეროიდების ქამრის შუაგულში და და ძლივსძლივობით გამოვიდა მეორე მხრიდან. მაგრამ გარწმუნებთ რომ თუ თქვენ გყავთ ნორმალური მონაცემების კოსმოსური ხომალდი, თქვენ აუცილებლად შეგიძლიათ გაიმეოროთ ის რაც ამ პერსონაჟმა შეძლო.
რეჟისორებს არ შეუძლიათ ზომების ზუსტი გადმოცემა კოსმოსის სცენებში. ეს მათი ბრალი არ არის: მათ რომ გვაჩვენონ ყველაფერი ნამდვილი ზომებით, მაშინ ალბათ მოგვიწევს შავი ტელევიზორის ყურება აქა-იქ წერტილებითურთ. კოსმოსი – ძალიან, ძალიან დიდია. რაც არ უნდა ბევრი და მილიარდობით ასტეროიდი იყოს სარტყელში, თქვენ უნდა იყოთ ყველაზე უღრბლო ადამიანი თუ არსება მთელს სამყაროში თუ რომელიმე ასტეროიდი შეგეხებათ. ეს არ არის შეუძლებელი, მაგრამ შანსი ძალიან მცირეა.
მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენი საკუთარი ასტეროიდების სარტყელი. მასში მილიონობით ობიექტია. უდიდესი – ცერერა, ყოფილი ასტეროიდი, ეხლა უკვე ჯუჯა პლანეტა. მას გააჩნია 950 კილომეტრის სიგრძის დიამეტრი. ორი ობიექტს შორის დაშორება სარტყელში არის ასიდან ათასამდე კილომეტრი. შანსი მასთან შეხებასთან – 1:1000000000. ჩვენ უკვე გავგზავნეთ 11 ზონდი ამ სარტყელის გავლით – როგორც იცით, ალბათ, ავაარიის გარეშე.
ჩინეთის დიდი კედელი მოჩანს კოსმოსიდან!
პასუხია – არა! ეს “ფაქტი” უკვე განიხილეს, მაგრამ მაინც ითვლება ფაქტად (უკვე ბრჭყალების გარეშე)
ნასა იღებს სახელმწიფოს ბიუჯეტის მეოთხედს!
შეუძლებელია! აშშ-მ დახარჯა ყველაზე მეტი კოსმოსურ გამოკვლევებზე, მაგრამ ეს ხარჯი იყო თითქმის უმნიშვნელო ბოლო წლებში, როგორც ჩანს ნასა კარგავს მხარდაჭერას. რაც მეტია ხალხი, მით ნაკლებია კოსმოსის მიმართ ინტერესი, ეს კოშმარია! კოსმოსის წარმოქმნა ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში!
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა რაც გააჩნია ნასას, — საზოგადოების აზრით არის ის რომ ნასა ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს. ხალხი კი ძალიან ზედმეტს აწერს ნასას წლიურ “ხელფასს”.
აშშ-ს საშუალოსტატისტიკური მცხოვრები თვლის, რომ ნასა იღებს ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით 25 %-ს.
საქმე იმაშია რომ ნასა ამ თანხამდე მიახლოებულსაც კი ვერ იღებს. 2015 წლის სტატისტიკა: ძალიან კარგად ჩანს რომ ნასა ამ წელს მიიღებს 0.5%-ს. ნასას არსებობის განმავლობაში ეს რიცხვები 1 %-ს არასდროს არ ამცდარა. ყველაზე მეტი მათ მიიღეს წინა საუკუნეში კოსმოსში რბოლის დროს(4.4%)
ავტორი: ახალი გაზეთი