|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

24 წლის არგენტინელმა 82 წლის ბებიაზე იქორწინა

ახალგაზრდა არგენტინელმა რეინალდ ვეივეკმა ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა 82 წლის ადელფა ვოპლესზე: 'ასაკოვანი მანდილოსნები ყოველთვის მომწონდა', - განაცხადა ბედნიერმა სიძემ საქროწინო ცერემონიის შემდეგ, რომელიც ფეშენებელურ კურორტ სანტა-ფეზე გაიმართა. 
ცოლთან ერთად თაფლობის თვის გატარებას არგენტინელი რიო-დე-ჟანეიროში აპირებს. აღსანიშნავია, რომ ვეივეკი ცოლის 'ცხოვრებისეული ენერგიით' აღფრთოვანებულია. არგენტინელი საზოგადოების მხრიდან გამოჩენილ ინტერესს შემდეგ კომენტარს უკეთებს: 'სიმართლე გითხრათ, სულაც არ მაინტერესებს სხვები ჩვენზე რას ფიქრობენ'.
რამდენიმე წლის განმავლობაში წყვილი სამოქალაქო ქორწილით იყო შეუღლებული, საბოლოოდ კი ურთიერთობის ეკლესიურად განმტკიცებაც გადაწყვიტეს. მათი სიყვარული მაშინ გაიფურჩქნა, როდესაც დედის სიკვდილის შემდეგ 15 წლის ვეივეკი საცხოვრებლად ადელფა ვოპლესთან გადავიდა. იმ დროს ვერც ერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ მათი ურთიერთობა ქორწილით დასრულდებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა