|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მრავალქმრიანობა, ლეგალური ღალატი და მსოფლიოს 5 ყველაზე უცნაური სასიყვარულო ტრადიცია

მრავალქმრიანობა, ლეგალური ღალატი და მსოფლიოს 5 ყველაზე უცნაური სასიყვარულო ტრადიცია. გაეცანით მსოფლიოს ყველაზე უცნაური სასიყვარულო ისტორიის პირველ ხუთეულს.

 ნორვეგიაში ცხოვრობს ბოროგოების ტომი. ყოველწლიურად ისინი აღნიშნავენ წვიმების სეზონის დასრულს და ატარებენ მამაკაცების სილამაზის თავისებურ კონკურსს. ტომის 10 ყველაზე ლამაზი გოგონასთვის ცეკვავს 40 ვაჟიშვილი, რომელთაც სახეს უმშვენებს ცხიმისა და საღებავის ფხვნილის ნარევისგან დამზადებული ნიღბები. გოგონები აფასებენ არა მამაკაცის სახეს არამედ მათი კბილების სითეთრეს და თვალების სიკაშკაშეს, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე მიუთეთებს. 40 ყმავილიდან საუკეთესო 10-ს საშუალება ეძლევა, ჟიურის წევრ გოგონებთან ინტიმური კავშირი დაამყაროს და გახდეს მამაკაცი.

ინდოეთში მდებარე საინტდალის ტაძარში, წელიწადში რამდენჯერმე იცავენ სარკალური პროსტიტუციის ტრადიციას. ქალღრმერთ იელამას მსახურნი, ვარდებიან ტრანსში და ასრულებენ რიტუალს სახელწოდებით მაიტუნი. ამ დროს ტაძრის მსახურნი კავშირს ამყარებენ ტაძრის სტუმრებთან.

სუდანის ერთ-ერთი ერი ნუბა დღემდე ინახავს ქორწინების უძველეს ტრადიციას. „ქმრების არჩევის დღესასწაული“ - ასე ეწოდება წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ამ ერის ცხოვრებაში. მზის ჩასვლისთანავე იწყება შეყვარებულების სასიყვარულო ცეკვა, შემდეგ გოგონა თავად ირჩევს მომავალ მეუღლეს. ამასთანავე აუცილებელია ამ დღეს რიტუალის მთავარი ნაწილის სხეულზე ჭრილობების მიყენების შესრულება. რიტუალის დასრულების შემდეგ საქმროს ეკრძალება საცოლის ნახვა მანამ სანამ ის საყვარელ ქალს სახლს არ აუშენებს, ამიტომ მას მწყემსად უშვებენ.

ტიბეტში მცხოვრებ ნინგ-ბას ტომს საკმაოდ უცნაური ტრადიცია შემორჩა. ერთი გოგონა თხოვდება ერთდროულად რამდენიმე ძმაზე, საქმროების ასაკი უნდა იყო 6-26 წლამდე. ამ გზით ქალი უზრუნველყოფილია, თუმცა მამაკაცები წამგებიან მდგომარებაში რჩებიან, მათ ლოგინის რიგში დგომა უწევთ. ასეთ ოჯახებში დადგენილია, რომ ქმარი რომელიც ცოლთან ღამეს ატარებს, საძინებლის კართან ტოვებს ფეხსაცმელს, რითაც ძმებს ამცნოს, რომ ცოლი დაკავებულია.

ახალ გვინეაში, კუნძულ ტრობიანზე, ყოველ წელს იამსის (ამ მცენარეს მიაწერენ სხვადასხვა ეროტიულ თვისებებს) ყვავილობისას, ოჯახურ წყვილებს ერთი ღამით სხვა პარტნიორის არჩევის უფლება აქვთ, მოგვიანებით კი ამ ღამის შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ.

წყარო: droni.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა