გერმანიის საელჩოს მცირე გრანტები 25 ათასი ევრო
ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, მცირე პროექტების მეშვეობით გერმანიის საელჩო მრავალი წელია ეხმარება საქართველოს მოსახლეობის ღარიბ და უღარიბეს ფენებს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.
საქმე ეხება ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების (სახელმწიფო ან კერძო) დამოუკიდებელ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც გერმანიის საელჩოს ფინანსური დახმარებით იქნება შესაძლებელი. ეს უნდა იყოს ერთჯერადად დასრულებადი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება ზემოაღნიშნულ მიზნობრივ ჯგუფებზე. საელჩოს წელიწადში შეუძლია დაახლოებით ათი-თორმეტი მცირე პროექტის დაფინანსება.
2015 წლის მცირე პროექტებზე განაცხადები მიიღება 2015 წლის 28 თებერვლამდე.
დაგვიანებით შემოსული განაცხადები განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მცირე პროექტებისათვის გათვალიწინებული ბიუჯეტი დროულად შემოსული განაცხადების პროექტების დაფინანსების შემდეგ არ იქნება სრულიად ამოწურული.
პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
პროექტის შემომტანი უნდა იყოს არაკომერციული, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწევა;
პროექტმა უშუალო წვლილი უნდა შეიტანოს უღარიბესი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში;
პროექტმა სარგებელი უნდა მოუტანოს ადამიანთა დიდ ჯგუფს;
განმცხადებელ ორგანიზაციას თავად არ უნდა შეეძლოს პროექტის მთლიანად დაფინანსება;
განმცხადებელმა ორგანიზაციამ ან/და ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც სარგებელს ნახულობს პროექტის ფარგლებში, წვლილი უნდა შეიტანოს პროექტის განხორციელებაში, რაც არ გულისხმობს აუცილებლად ფინანსურ თანამონაწილეობას, არამედ პროექტში ჩართულობას სხვა ფორმით (მაგ. სამუშაო ძალის გამოყენება სამშენებლო პროექტების შემთხვევაში);
გარანტირებული უნდა იყოს პროექტის სრული დაფინანსება;
პროექტის ფარგლებში შესაძენი საქონლის შესყიდვა უნდა მოხდეს საქართველოში ან მეზობელ ქვეყნებში;
პროექტი უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე და უნდა ჰქონდეს მდგრადი ხასიათი, ანუ დადებითი შედეგი მოჰყვეს დასრულებიდან მინიმუმ ორი წლის განმავლობაში;
პროექტი არ უნდა შეიცავდეს ისეთ სამომავლო ხარჯებს, რომლებსაც ვერ დაფარავს განმცხადებელი ორგანიზაცია. აგრეთვე გერმანიის საელჩოს მიერ არ ფინანსდება მიმდინარე ხარჯები მაგ. კომუნალური გადასახადები, ხელფასები და სხვა.
პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10.000 ევროს. გამონაკლისის შემთხვევაში შესაძლებელია საგრანტო დაფინანსებამ 25.000 ევრო შეადგინოს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ჰონორარები პროექტის მენეჯერებისათვის და ა.შ. საელჩოს გრანტის თანხებიდან არ დაფინანსდება;
საპროექტო განაცხადის შემოტანა შესაძლებელია გერმანულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე. უმჯობესია ამისათვის გამოიყენოთგანაცხადის თანდართული ფორმა;
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს განსახორციელებელი პროექტის დაფინანსების გეგმა, რომელშიც შეძლებისდაგვარად დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მოსალოდნელი ხარჯები (მაგალითად მშენებლობისას: ცემენტი ...ლარი, საღებავი ...ლარი, სამუშაო ... ლარი, და არა „მშენებლობა“ ...ლარი);
საპროექტო განაცხადს ხელი უნდა მოაწეროს ორმა პასუხისმგებელმა პირმა.
წყარო:16 110.ge
ავტორი: ნიუპრესი