თურქეთის ტბაში, მდინარე იზნიკის ფსკერზე ეკლესია აღმოაჩინეს
თურქეთის ტბაში ეკლესია აღმოაჩინეს, რომლის სავარაუდო თარიღი ქრისტეს შობიდან 1500 წელია. ეკლესია, რომელიც ქრისტეს შობიდან 1500 წლით თარიღდება, თურქეთში, ბურსას პროვინციაში, მდინარე იზნიკის ფსკერზე მიმდინარე გათხრებისას აღმოაჩინეს.
არქეოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი მუსტაფა საჰინის თქმით, ეკლესიის პირველი კვალი ნაპირიდან ოც მეტრში გამოჩნდა, რის შემდეგაც გათხრები დაიწყეს. ბიზანტიოლოგების ვარაუდით, შესაძლოა, ეს იყოს წმინდა პეტრეს ეკლესიის ნარჩენები, რომელიც რამდენიმე ქრისტიანულ წიგნშია მოხსენიებული.
ეკლესიის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა არქეოლოგები სავარაუდო თარიღად ქრისტეს შობიდან 500 წელს ასახელებენ.
მოამზადა ლილუ მიროტაძემ.
ავტორი: ნიუპრესი