|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ არის ბესო?!

ბესო 27 წლის ჯალაურთელი ბიჭია. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ერთ-ერთი ნაცნობის ტელეფონში თავისი რეპი ჩაწერა და არც უფიქრია, რომ ამ ჩანაწერს 61 000-ზე მეტი ადამიანი მოუსმენდა. მით უმეტეს, თუ მისი რეპი ფილმის სცენარის იდეას დაბადებდა და შემდგომ, ამ ფილმის საუნდტრეკად იქცეოდა.

ლაშა ცქვიტინიძის ფილმმა _ „მე ვარ ბესო“, ეროვნულკონკურსში გაიმარჯვა, 2014 წელს კი სარაევოს კინოფესტივალზეც წარადგინეს. ფილმი ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია.  სიუჟეტი14 წლის მოზარდის ცხოვრებაზეა, მის პრობლემებსა და სამყაროსადმი დამოკიდებულებაზე. ლაშა ცქვიტინიძეს ფილმის სცენარის დაწერის იდეა, სწორედ,ჯალაურთელი ბესოს რეპის მოსმენის შემდეგ გაუჩნდა.

ფილმის გმირი ბესო თუ 14 წლის, რეპერობაზე მეოცნებე მოზარდია, რეალური ბესო 20 წლის ასაკში რუსებზე გაბრაზებული ბიჭი იყო. საერთო, ორ ბესოს შორის სოფელია. ორივე ბესო სოფელში იზრდება და ორივეს ინტერესი ოჯახისდახმარება იყო.

როგორც რეალური ბესო ყვება, 4 წელია, რაც სამუშაოდ, ბელორუსიაში იმყოფებოდა, საქართველოში კი 2 თვის წინ ჩამოვიდა. ახლა, ისევ საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ში ცხოვრობს. რეპი კი, მხოლოდ მტერზე (2008 წლის აგვისტოს ომი) გაბრაზებულმა დაწერა, რეპერობაზე ოცნება კი არასდროს ჰქონია.

ლაშა ცქვიტინიძის ფილმის _“მე ვარ ბესოს“ ხილვა მაყურებელს 4 თებერვლიდან, საქართველოს კინოთეატრებში შეუძლიათ.




ავტორი: თამარ კურატიშვილი