ქუთაისის მერიის “რევოლუციური გარღვევა“ ტრანსპორტის სფეროში
ქუთაისის მერიამ სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის გასაცემად ახალი წესები საკრებულოს ბოლო სხდომაზე დაამტკიცა. ახალი წესები ნებართვის მაძიებელთა შერჩევის ახალ პირობებს გულისხმობს. მთავარ ცვლილებას ის წარმოადგენს, რომ კონკურსში გადამზიდი კომპანიების გარდა, მონაწილეობა მძღოლებისგან შემდგარ ჯგუფებსაც შეეძლება.
ამ ეტაპზე, ქუთაისში გაცემული ნებართვის ვადა სულ 18 სატრანსპორტო ხაზს აქვს ამოწურული. ქუთაისის მერია აღნიშნულ კონკურსს პირველად ამ ხაზებზე ჩაატარებს. „Newpress.ge” ამ თემაზე ქუთაისის მერის მოადგილეს, კოტე ქავთარაძეს ესაუბრა. მისი თქმით, სატრანსპორტო საშუალებეზე ნებართვის გაცემის წესი არსებითად შეცვლილია, რაც სუბიექტივიზმს გამორიცხავს. „კონკურსის თითოეულ მონაწილეს, ნებისმიერ ნებართვის მაძიებელს შეეძლება წინასწარ განსაზღვროს რამდენი ქულის მიიღებას შეძლებს. ეს არ იქნება დამოკიდებული რომელიმე სუბიექტის, ან კომისიის წევრის გადაწყვეტილებაზე. იზრდება კონკურენციის ხარისხიც. ჩვენ გვქონდა წინა ფორმულირებები, სადაც უპირატესობა ენიჭებოდა ბაზების მფლობელობას, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ სფეროში დასაქმებულს ყოველგვარი უფლება ჰქონდა წართმეული, უნდა ყოფილიყვნენ გარიგებული ბაზის მფლობელებთან, სახელშეკრულებო ურთიერთობა იქნებოდა თუ სხვა. ჩვენ ბაზის მოთხოვნიდან ეს არ მოგვიხსნია, ამოვიღეთ ფორმულიებიდან. ნებისმიერ გაერთიანებას ან მძღოლებს( 5-6 ადამიანს), ხაზზე ნებართვის მისაღებად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა, წინასწარ იცოდნენ, თუ რა ქულას მიიღებენ. ჩვენ ვუზრუნველყოფთ გამჭვირვალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურსი დაიწყება და დამთავრდება შესაბამის ერთიმავე დღეს “, - განუცხადა „Newpress.ge”-ს კოტე ქავთარაძემ.
მისივე განმარტებით, წესის შეცვლის მიზეზს ბიუჯეტში დამატებითი თანხების
მოზიდვა წარმოადგენს. ახალ მოთხოვნაში
ყურადღება ტექნიკური დათვალიერების
რეგულირებაზეცაა გამახვილებული. „ჩვენი უმთავრესი
მიზანია, ქალაქში უკეთესი ტრანსპორტი მივიღოთ. არის ფორმულაში კომპონენტი, რაც
გულისხმობს, ვინ არ გაზრდის მგზავრობის ფასს . კოეფიციენტი არის 0,25. შემდეგი კომპონენტი არის ის, თუ ვინ შემოგვთავაზებს
ნებართვისათვის მეტ ღირებულებას. მაგალითად,
საკრებულო დაადგენს, რომ რაღაც ხაზი ღირს პირობითად 300 ლარი. კონკურსში მონაწილეს
შეუძლია მეტი შემოგვთავაზოს. ეს დამატებით თანხებს მოიზიდავს ბიუჯეტში. ზოგადად, ეს
არისის ძირითადი საკითხები, რაც შემიძლია ვთქვა, რომ არის რევოლუციური გარღვევა იმ კუთხიდან გამომდინარე,
რომ ამას დაინახავენ კონკურსისი მონაწილეები, საზოგადოება, რომ სუბიექტივიზმის მაქსიმალური
გამორიცხვით, კონკურენციის დონის ამაღლებით, საჯაროობის მაქსიმალური უზრუნველყოფით,
ჩვენ შევძლებთ რეალური შედეგი დავდოთ ტრანსპორტით უზრუნველყოფაში“,- განაცხდა კოტე
ქავთარაძემ.
ქულების მინიჭების პროცედურა ასეთია; შეფასების სხვა კრიტერიუმთან ერთად, ქულები ტრანსპორტის
ავტორი: ანა ჯიქია