|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი და მისი დაძმობილებული ქალაქები

         

პოზნანი, აშკელონი, ნიუპორტი, დნეპროპეტროსვკი, დონეცკი, ჟიტომირი, ლვოვი,  ხარკოვი, ზაპოროჟიე, კოლუმბია, განჯა,   ეს ის თერთმეთი ქალაქია,  რომლებთანაც ქუთაისს დაძმობილებული ქალაქის სტატუსი აქვს. ცოტა ხნის წინ მათ რიცხვს უნგრეთის ქალაქი სომბატჰეიც შეუერთდა.

 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და სომბატჰეის მერმა ტივადარ პუშკასმა მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს ორ ქალაქს შორის აქტიურ და შედეგებზე ორიენტირებულ მეგობრობას,  რაც თითქმის ყველა სფეროში, მათ   შორის  კულტურის, ჯანდაცვის, განალების, ტურიზმის სფეროებში პროფესიულ მომზადებ, არქიტექტურის, გარემოს დაცვის, სოციალური უზრუნველყოფ, ახალგაზრდობის,სპორტისა და ეკონომიკის  თანამშრომლობას მოიცავს.

უთაისისა და უნგრეთის ქალაქ სომბატჰეის შორის ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმის გაფორმებას "საზოგადებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე გამოეხმაურა.    ქობულაძის განცხადებით,  ქუთაისი ვერ იყენებს იმ პოტენციალს,  რაც შეიძლება ამ დაძმობილებული ქალაქების მეშვეობით მივიღოთ: ,,სამწუხაროა, როცა ქუთაისს უამრავი დაძმობილებული ქალაქი ყავს და არ ვიყენებთ იმ პოტენციალს, რა შედეგიც ამ ურთიერთობებიდან შეგვიძლია მივიღოთ, ალბათ, ძნელია მაგალითების მოყვანა შედეგის, თუმცა სამივლინებო ხარჯები გამოიყოფა ყოველთვის ამ კუთხით და ჩვენი ჩინოვნიკები ამ საშუალებას დასასვენებლად და დროს სატარებლად იყენებენ",- აცხადებს ქობულაძე. მისი თქმით,  მიუხედავად იმისა,  რომ  ქალაქის მერს  უკვე ჰქონდა 6  მივლინება,  ჯერ უცნობია,  რეალურად რა სარგებელს მიიღებს   ამ მივლინებებით ქალაქი.

არასამთავრო  ორგანიზაცია „საზოგადოებრივი  ინტერესების დაცვის ცენტრის“ დირექტორი სულხან ქობულაძე  კრიტიკას არც წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ იშურებს:  ,,წინა მმართველობის პერიოდში ქალაქისთვის სასიკეთო არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა,  ბესიკ ბრეგაძის  ქუთაისის მერის აპლუაში ბარსელონაში მოგზაურობის გახმაურებული ტურნე ხომ საერთოდ მხოლოდ მის შთამბეჭდავ გასეირნებაზე იყო მორგებული და ქალაქისთვის ამას არაფერი მოუტანია“,- განაცხადა ქობულაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.  

დამეგობრებულ ქალაქებთან ურთიერთობების შედეგებზე "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი დავით მეგრელიშვილი ესაუბრა. მისი თქმით,  ამ 12 ქალაქს შორის არსებობს მეტ-ნაკლებად  აქტიური ურთიერთობები არსებობს, „ზოგ მათგანთან ორმხრივად აქტიური თანამშრომლობა და პროექტები გვაკავშირებს, მაგალითად დავასახელებ  პოზნანს,  უკვე მესამე წელია, ჩვენ ზედიზედ ვახორციელებთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს შშმ პირებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც პოზნანს ერთი თვით შშმ პირები სტუმრობდნენ.  ასევე 15 სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები წაიყვანეს  და ევროპული გამოცდილებები გაუზიარეს“. 

 მეგრელიშვილის თქმით, ქუთაისს ყველაზე ხანგრძლივი მეგობრობა ნიუპორტთან აკავშირებს, რომელიც უკვე  უკვე 25 წელს ითვლის.   წარმატებული ურთიერთობის მაგალითად  კი სახელდება ასევე კოლუმბიასთან და მისურთან მეგობრობა: „კოლუმბიასა და მისურთან გვაქვს არა მხოლოდ ქალაქებს არამედ უნივერსიტეტებს ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის  ფარგლებშიც ქუთაისელ  სტუდენტებს აქვთ საშუალება ისწავლონ ნიუპორტისა და კოლუმბია- მისურის წამყვან უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ამისთვის  სტუდენტებს სხვადასხვა ეტაპის გავლა უწევთ, თუმცა სხვადასხვა დროს არაერთ მათგანს წარმატებით გაუვლია ეს ეტაპი და ამჟამადაც ერთი ქუთაისელი სტუდენტი კოლუმბია-მისურის უნივერსიტეტში სასურველ პროფესიას ეუფლება“, -აღნიშნავს მეგრელიშვილი.

 

რაც შეეხება უკრაინის ქალაქებს,  ქუთაისის დაძმობილებული ქალაქებიდან ნახევარი უკრაინაზე მოდის. უკრაინის ქალაქებთან მეგობრობას იხსენებს ქუთაისის ყოფილი, მერი გია თევდორაძე. მისი თქმით, 2015 წლის დადგომა   დონეცკის მერიამ მას როგორც ქუთაისის მმოქმედ მერს, ისე მოულოცა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგა ხანია, ქუთაისსა და დონეცკს შორის ურთიერთობა არ განახლებულა.  „დაძმობილებულ ქალაქებიდან აქტიური ურთიერთობა გვქონდა პოზნანთან, უკრაინის რამდენიმე ქალაქთან, წლევანდელი წლის დადგომა დონეცკის მერიამ, როგორც ქალაქის მმოქმედ მერს, კვლავ ისე მომილოცა“,-აღნიშნა პარლამენტარმა გია თევდორაძემ, რომელმაც ქუთაისის მერის პოსტი 2012 წლის არჩევნებამდე დატოვა. 

უკრაინის ქალაქებთან მიმარტებაში გამოჩენილ პასიურობას საყვედურობს ქალაქის მერიას სულხან ქობულაზეც. ქობულაძის თქმითქუთაისს დაძმობილებული  უკრაინული ქალაქებისათთვის დახმარების ხელი არ გაუწვდია: ,,ბევრი ქალაქი ყავს ქალაქს დაძმობილებული უკრაინაში, სადაც დღეს ომია, რა გაკეთდა იმისათვის, რომ დაძმობილებული ქალაქების მოსახლეობას ეგრძნოთ, რომ ქუთაისი გაჭირვების დროს მათთან იყო? ვფიქრობ, ქალაქის ბიუჯეტში უნდა გამოინახოს თანხები ამ კუთხით, რათა დევნილმა მოსახლეობამ, ქალებმა, ბავშვებმა იგრძნონ, რომ ქუთაისი მათ გვერდშია და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი აქცია. ომს ყოველთვის მოყვება მშვიდობა, დღევანდელი სიკეთე გაგვიადვილებს ხვალ სხვადასხვა დონეზე ურთიერთობას", - განაცხადა ქობულაძემ.

 ქობულაძის ბრალდების საპასუხოდ მერიის საგარეო ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს,  იყო შეთავაზება ქუთაისის მხრიდან ახალგაზრდების ჩამოყვანასთან დაკავშირებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ პროგრამას სახელმწიფო ახორციელებდა, საქართველოში უკრაინიდან ჩამოიყვანეს ახალგაზრდები, რომლებმაც გარკვეული ხნით დაისვენეს ანაკლიაში.  როგორც მეგრელიშვილთან საუბარში გავარკვიეთ, დაჭრილების გადმოყვანასთან დაკავშირებითაც იყო მოლაპარაკება დნეპროპეტროვსკთან, მაგრამ ეს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ განხორციელდა. თვით მათ თქვეს უარი ამის შესახებ -განუცხადა ნიუპრესს დავით მეგრელიშვილმა.   მეგრელიშვილის თქმით, იქ შექმნილი საომარი მოქმედებების გამო უკრაინასთან გაცვლითი პროგრამები  დროებით შეჩერებულია.  

დავით მეგრელიშვილი დაძმობილებულ ქალაქებთან  მინავლებული ურთიერთობების ახსნას ბოლო პერიოდში ქალაქის თვითმმართველობის არასრტაბილურობას უკავშირებს: „მოგეხსენებათ,  ბოლო წლებში  ქალაქს არ ყავდა სტაბილური თვითმმართველობა,  ამჟამად,  უკვე  ოთხწლიანი სტაბილური თვითმმართველობის პირობებში,  ჩვენ დაძმობილებულ ქალაქებთან მაქსიმალურად აქტიურად ვითანამშრომლებთ ორმხრივი სარგებლის  მიღების მიზნით“, -განაცხადა მან ნიუპრესთან საუბარში.  

რაც შეეხება  ახალადდამეგობრებულ ქალაქს, სომბატჰეს, მეგრელიშვილის თქმით, მასთან  უკვე აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა,  მათ შორის აქცენტი ტურიზმის სფეროზე კეთდება.  „მოგეხსენებათ, კოპიტნარის აეროპორტიდან უნგრეთში პირდაპირი რეისი გვაქვს,  რაც  კიდევ უფრო რეალურს ხდის ამ მხრივ მჭიდრო თანამშრომლობას",-აღნიშნავს ის.

სამომავლოდ,  უკვე დაწყებულია მოლაპარაკება და 2 მაისს ქუთაისში კოლუმბია- მისურის  დელეგაციას ვიზიტი იგეგმება და უნივერსიტეტის გარდა სხვადასხვა ტიპის პროექტებზეც იქნება საუბარი, ასევე ელოდებიან სტუმრებს  ბრიტანეთიდანაც.   

მეგრელიშვილის თქმით,  ქუთაისის სამომავლო პერსპექტივაში ქალაქ კაუნასთან დამეგობრებაა,  რომლის სახით ევროპაში კიდევ ერთი პარტნიორი შეგვემატება.

 

 

ავტორი: ეკა შალამბერიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა