|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სულხან ქობულაძე: "მურღულიას გადადგომა, ან დაპირისპირებულ ჯგუფებთან გარიგება მოუწევს"

აისში მმოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის  „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი“  ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე

ქალაქში არსებულ პრობლემებზე „ Newpress.ge"-ს ესაუბრა.  მისი აზრით,  ქალაქის მერი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს.   ქობულაძე აცხადებს, რომ ქალაქის  მერთან  გარკვეული ჯგუფების დაპირისპირებაა მოსალოდნელი, რის   შედეგად  შოთა მურღულიას  გადადგომა ან ამ ჯგუფებთან კომპრომისზე წასვლა მოუწევს.

 

-რა შენიშვნები გაქვთ ქალაქის ხელმღვანელობასთან?

-ქალაქში უამრავი გადაუჭრელი პრობლემა დაგროვდა. ქალაქის მერმა ვერ გაართვა თავი რამდენიმე მნიშვნელოვან  საკითხს.  ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები უკვე დიდი ხანია ცვლილებების მოლოდინში არიან, გაბერილი შტატები, არაპროფესიონალური კადრები, დაბალი ხელფასი, ათობით დაკარგული უნიკალური წიგნების გამოძიება.  ეს არასრული ჩამონათვალია, რასაც ბიბლიოთეკის თანამშრომლები ითხოვენ. ყურადღების მისაქცევად გაფიცვასაც კი მიმართეს, გაფიცვა შეწყდა დაპირების საფუძველზე, რომელიც ქალაქის ხელისუფლებამ გასცა. თუმცა ჩანს რომ ქალაქის ხელისულება  აგდებულად უდგება ამ საკითხს.  საქმე ეხება ათობით ადამიანის შრომის პირობებს,მათ სოციალურ მდგომარეობას და მკითხველს,რომელთაც დისკომფორტი არა ერთხელ შეექმნათსხვისი ჭირიღობეს ჩხირიამ პრინციპით ქალაქის მართვა დიდხანს ვერ გაგრძელდება..

-რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

-ბოლო პერიოდში, შოთა მურღულიას თავის მართლების პოზიციაში ყოფნა უწევს.  მის მიმართ უფრო და უფრო მეტი ბრალდებები გაისმის, რომლებიც  ძირითადად, სამართლიანია.  უპატრონო ძაღლების საკითხზე ტენდერი თავის დროზე რომ უნდა გამოაცხადო და  ძაღლები დღეს ქალაქში არ დასეირნობდნენ, ამას დიდი გათვლები უნდ? ქუთაისში ორი წელია პარკირებაში მონაწილე ფირმებს რომ ვადა გაუვიდათ და ფული უკანონად იკრიბება, ან ამას  დიდი მენეჯერობა სჭირდება?  რომელი ერთი ჩამოვთვალო, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა, ოპერის თეატრის სკითხი,    ამ დღეებში საკრებულომ დაამტკიცა ქალაქში ტრანსპორტზე ტენდერის ჩატარების პირობებირომელსაც ხელისუფლებამ  "რევოლუციური" უწოდა.  საინტერესოა,  ვის მოდის თავში ასეთი იდეები? თუ ასე გააგრძელეს მართვა, რევოლუცია მართლაც გარანტირებული აქვთ 

-რა გაქვთ მხედველობაში? 

-ძნელია მართო ქალაქი, სადაც მართვის რეალური სადავეები გარკვეულ ჯგუფებს აქვთ აღებული. მათ აქვთ ფული, უძრავი ქონება, რომელიც მოიპოვეს კორუფცილი გზით და უკანონო გარიგებებით. ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ ეს ჯგუფები ძალაუფლებას ხელიდან არ უშვებენ, რადგან სწორედ ამ ძალაუფლებაშია  მათი სიმდიდრის უწყვეტი წყარო. უმოკლეს დროში უამრავი მერი შეიცვალა ამ ქალაქში,(ზოგიერთი მათი წყალობით), მაგრამ ამ

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა