|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დევნილებისა და ადგილობრივების იძულებითი თანაცხოვრება

 მრავალწლიანი კონფლიტი ნიკეას 15 ნომერში, ყოფილი "კულინარიული სასწავლებლის" მაცხოვრებლებს შორის დღემდე გრძელდება.  აქ სულ 51 ოჯახი ცხოვრობს, საიდანაც 32 აფხაზეთიდან იძულებით გადადადგილებული ხოლო 19 ადგილობრივი ოჯახია, თანაცხოვრებით  გამოწვეული კონფლიქტის ძირითად მიზეზს შენობის რემონტი წარმოადგენს , რომელიც ყოფილი კულინარიულ სასწავლებელში იმ მიზეზით ვერ ტარდება რომ აქ დევნილები და ადგილობრივები  ერთად  ცხოვრობენ.

 დევნილთა და განსახლების სამინისტროს არ აქვს იურიდილი უფლება, რომ საკუთარი ბიუჯეტით მთლიანი შენობა გაარემონტოს, რადგანაც შენობაში ადგილობრივი მოსახლეობაც ცხოვრობს. თავის მხრივ,  უფლება ეზღუდება ქუთაისის თვითმმართველობასაც.  არადა, რეაბილიტაცია ამ შენობას ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად ნამდვილად სჭირდება.

კორპუსში შესვლისთანავე ჩნდება განცდა, რომ აქ დრო წლების წინ გაჩერდა.  ერთ შენობაში თავს რამდენიმე ტიპის პრობლემა იყრის, ფართების დაკანონება, გაზიფიცირება, წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება, ჩამოშლილი კედლებისა და დაბზარული ჭერის მოწყობა აქაურებისთვის მრავალწლიან აუხდენელ ოცნებას წარმოადგენს.

 ხათუნა აბზიანიძე მრავალშვილიანი დედაა. სოციალურად დაუცველი ოჯახის დიასახლისი მეუღლესა და 4 შვილთან ერთად დევნილთა კოლექტიურ ცენტრში ურთულეს  პირობებში ცხოვრობს, თუმცა ამ ეტაპზე ის რაც აწუხებს,  არა გაუსაძლისი პირობები, არამედ ამ პირობების დაკარგვის შიშია.  ის ფიქრობს,  რომ უკვე  დიდ ოჯახთან ერთად ღია ცის ქვეშ მეორედ დარჩება.  ,,ამ შენობაში მერიიდან ვარ შესახლებული, მე მაქვს მაშინდელი ქალაქის მერის, გია თევდორაძის ხელმოწერილი დოკუმენტი ამ შენობაში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებით.  თბილისის ქუჩებში უსახლკაროდ ვიყავით და სწორედ ამიტომ აქ მიგვიჩინეს ბინა, 4 შვილიდან 2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა,  ასევეა ჩემი მეუღლეც.  სახელმფიფო გვარჩენს, "მადლიერების სახლში" ვიკვებებით,  ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა.  ამ ფულით თავშესაფარი  ვიპოვო, თუ წამალი ვიყიდო? ამბობენ, რემონტიო,  მაგრამ მეშინია კარგი სიტყვით რომ გაგვიშვან და მერე ღია ცის ქვეშ დავრჩეთ. მაგას გვირჩევნია აქ ვიყოთ,  თავზე მაინც არ დაგვაწვიმს. რაც გვაქვს ის დაგვიკანონონ.   მე პირადად მაქვს მოსმენილი,  რომ დევნილებს ჩვენი გაშვება უნდათ,  ჩვენ მათ ვუშლით ხელს და ისინი ჩვენ გიშლიან“- გვითხრა ხათუნა აბზიანიძემ.


ქალბატონი ლამარა  აფხაზეთიდან იძულებით  გადაადგილებული პირია. ის 23 წელია ყოფილი კულინარიული სასწავლებლის შენობაში ცხოვრობს.  როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდობაც და ჯანმრთელობაც ამ კედლებს შეალია. ჯანმრთელობაშერყეული ქალბატონი საუბრისათვის ძალას იკრებს და  32 დევნილი ოჯახის საერთო პრობლემებზე გვიამბობს: ,,23 წელია აქ ვცხოვრობთ, ამ წლების განმავლობაში არაერთი დაპირება იყო, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა ოდნავაც არ გაუმჯობესებულა.  აქ ცხოვრება ადამიანური ღირსების შელახვის ტოლფასია,  ჩვენ დევნილები ვართ და არა დებილები.  ამ ყველაფერს ბოლო რამდენიმე წელია გაუთავებელი კონფლიტებიც დაემატა,  რაც დევნილებსა და ადგილობრივებს შორის წარმოიშვა.  ჯერ ერთი ოჯახი შემოუშვს, მერე მეორე, ყოველდღიური კონლიქტებია. ამდენი დაუსაქმებელი ახალგაზრდა  დათვრება და მერე იწყება კამათი.  სულ შიშის ქვეშ ვართ,  რამე უბედურება არ დატრიალდეს.  ან  ისინი გაუშვნან და სხვაგან შეასახლონ, ან ჩვენ მოგვცენ ახალი თავშესაფრები“, - აცხადებს დევნილი ქალბატონი.


ყოფილ "კულინარიულ სასწავლებელში" არსებულ კონფლიქტს ადასტურებს აფხაზეთიდან დევნილი უჩა ფერცულიანიც. უსინათლო  მოხუცი  ამბობს,  რომ ფართები აქ არასაკმარისია და თან  საცხოვრებლად უვარგისი. მისი თქმით,  არაერთი კომპანია  შენობის რემონტზე მხოლოდ იმის გამო ამბობს უარს,  რომ აქ დევნლებთან ერთად არადევნილი ოჯახებიც არიან,  რაც იურიდიულ წინააღმდეგობებს ქმნის.  უჩა ფერცულიანი ერთადერთ გამოსავალს ადგილობრივების სხვა ფართებით დაკმაყოფილებაში ხედავს.

აფხაზეთის მთავრობის წარომადგენელი, ზაზა ჩაჩავა ორად გაყოფილ შენობაში არსებულ კონფლიქტს,  რომელზეც თავად ბინადრები საუბრობენ,  არ ადასტურებს,  ამბობს, რომ ისინი თანაცხოვრებაზე მშვენივრად თანხმდებიან და მთავარი შენობის რეაბილიტაციაა

,,ეს არაორდინალური პრობლემაა, მაგრამ გადაწყვეტადი. სამწუხაროდ, იურიდიული ბარიერები არსებობს, ამისთვის ცალკე კანონი ვერ დაიწერება, ამიტომ გვინდა, მოვძებნოთ გამოსავალი არსებული კანონის ფარგლებში. აქ საჭიროა შეთანხდეს რამდენიმე სტრუქტურა, რომ მოხდეს შენობის მთლიანი რემონტი, ჩვენ მზად ვართ კომპეტენცის ფრაგლებში ცენტრალურ ფედერაციულ სტრუქტურამდე მივიტანოთ ეს საქმე, რადგანაც მოხდეს მათი საცხოვრებლების რეაბილიტაცია“, - განაცხადა ზაზა ჩაჩავამ.

აღნიშნული საკითხის  შესახებ კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსს გიორგი სანთელაძეს. ,, ეს პრობლემა დღეს და ხვალ არ მოწესრიგდება.  ჩვენ  ვაწარმოებთ შეთანხმებას დევნილთა სამინისტროსთან, ასევე მერიის შესაბამის სამსახურთან, რათა შეიქმნას  ერთობლივი პროექტი და შენობა ერთობლივად გარემონტდეს, ჯერჯერობით პროექტი დამუშავების ეტაპზეა,  რაც შეხება განსახლებას, ოჯახებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი,  ანკეტა იმისთვის, რომ  მოხდეს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა,  რის მიხედვითაც ფართები გადაეცემათ.  ნაწილმა უკვე შეავსო,  ნაწილი თავს იკავებს, რადგანაც უკვე ადაპტირებულები არიან გარემოსთან.  ამ ეტაპზე ვგეგმავთ გაზიფიცირებას და გვაქვს მოლაპარაკება კომპანია ,,სოკართან“,  შემდეგ შენობის გადახურვაც მოხდება“,-გადაცხადა გიორგი სანთელაძემ.

როდის და როგორ გადაწყდება ორად გახლეჩილი შენობის ბინადართა კონფლიქტი, ამას მომავალი აჩვენებს, იქამდე კი მათ განსხავებული სტატუსის მიუხედავად,  კვლავ ერთ ჭერქვეშ და საერთო პრობლემებით   თანაცხოვრების გაგრძელება მოუწევთ.

 

ავტორი: ეკა შალამბერიძე