|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებლებისათვის

საქართველოს მთავრობამ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელი დოკუმენტები დაამტკიცა. 

სპეციალური სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავებული9 დოკუმენტი, რომელიც პედაგოგთა კვალიფიცირების სწორ გადანაწილებას მოიაზრებს. მასწავლებლის შეფასება  დაეფუძნება  პროფესიულ სტანდარტს და შემდეგ ძირითად პრინციპებს: სამართლიანობა, ობიექტურობა, ვალიდობა, თანასწორობა, სანდოობა, გამჭვირვალობა.

 მასწავლებელთა სქემა განსაზღვრავს პედაგოგის 4 სტატუსს: პრაქტიკოსი მასწავლებლისუფროსი მასწავლებლის, წამყვანი მასწავლებლის და მენტორის სტატუსს: 

პრაქტიკოსი მასწავლებელი მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს  ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების  შესაბამისადუფროსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის   სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციებიწამყვანი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე  შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებსმენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს  წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლის  პედაგოგიურ პრაქტიკას.

პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის საგნის გამოცდა 2015 წელს ჩატარდება ერთხელ. მინისტრის განცხადებით, 2015-2016 სასწავლო წელი განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად

ავტორი: იზა მოდებაძე