ქუთაისელმა სტუდენტებმა ნაწამებ პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს
„არ აწამო“ – ამ სლოგანით გლდანის მე–8 საპყრობილეში ნაწამებ პატიმრებს სოლიდარობა ქუთაისელმა სტუდენტებმაც გამოუცხადეს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე მყოფი პირების განცხადებით, პატიმართა წამების ფაქტებში მონაწილე და ხელშემწყობი პირები დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ.
სტუდენტების პროტესტს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტთან დაწყებული პროტესტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, შადრევანთან დაასრულეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა