"დარჩენილ ცხოვრებას შვილებს დავუთმობ"- ანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი ბრედთან ქორწინების შემდგომ ცხოვრებასა და საქორწინო ფიცზე СМИ-ს ჟურნალისტთან ალაპარაკდა. " მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცხრაწლიანი ერთობლივი ცხოვრება საერთო და აყვანილ შვილებთან სრული ჰარმონია და ბედნიერება იყო, ენით ვერ ავღწერ ქორწინების შემდგომ პერიოდს, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ჩვენი საქორწილო ფიცი როგორც უკვე ვთქვით ადრინდელ ინტერვიუში, ბავშვებმა დაგვიწერეს, ისინი ყველაზე მეტად განიცდიან იმ პერიოდს, როდესაც მე და ბრედი ვკამათობთ, წყვილების კამათი კი მოგეხსენებათ ბუნებრივია, სწორედ ამიტომ ჩართეს საქორწინი ფიცში მათ შემდეგი, რომ კამათის შემდეგ აუცილებლად მოვუხდიდით ერთმანეთს ბოდიშს და დავივიწყებდით წყენას. ჩვენ დავდეთ ფიცი და ვასრულებთ. ტრადიციისამებრ "თაფლობის თვეში" კი არ გავმგზავრებულვართ, ჩვენ წავედით მალტაში, სადაც ჩემი მთავარი როლი უნდა შემესრულებინა უახლოეს ფილმში და ეს იქნება ჩემს კინო-კარიერის ისტორიაში უკანასკნელი როლი, დარჩენილ ცხოვრებას კი მხოლოდ ოჯახსა და შვილებს დავუთმობ",- ამბობს ჯოლი.
ავტორი: ნიუპრესი