სამჯერადი კვება და დაუნაყრებელი ბავშვები
2015 წლის ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი 8 200 000 ლარს
შეადგენს . ამ თანხიდან გაერთიანების 35 ფილიალში დარეგისტრირებულ 9452
აღსაზრდელის კვებაზე წინა წელთან შედარებით დაახლოებით ნახევარი მილიონი
ლარით მეტი დაიხარჯება და ეს თანხა 1 783 000 ლარს
შეადგენს.
2014 წლის 15 იანვარს გამოცემული, მთავრობის #78-ე ტექნიკური რეგლამენტით საბავშვო ბაღებში რიგი ცვლილებები
განხორციელდა . სამუშაო დრო 9-10 საათიანი ციკლით განისაზღვრა, შეიცვალა კვების რეჟიმი და ის
ორჯერადის ნაცვლად სამჯერადი გახდა. ამავე დადგენილებით განისაზღვრა ზოგადი
მოთხოვნები კვების ორგანიზებისადმი, რაც შემდეგს გულისხმობს: სამჯერადი კვების რეჟიმი
უზრუნველყოფს დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულების 70-80%-ს , ამასთან საუზმე
უნდა შეადგენდეს დღიური რაციონის კალორიულობის 25%-ს, სადილი 35-40%-ს, სამხარი 15-20%-ს.
დადგენილებაში
გაწერილი ერთ-ერთი პუნქტის თანახმად რეკომენდირებულია ორი ბოსტნეულისა და ერთი
ბურღულეულის კერძი.
ახალი რეფორმის ავი და კარგის ძიებაში
პრობლემები სწორედ სიახლის ამ ნაწილში გვხვდება,
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგთა ნაწილი, რომელთა ვინაობას შეგნებულად მათივე თხოვნით არ
ვასახელებთ, აცხადებენ, რომ დილის საუზმე რომელის დღის თერთმეტის
ნახევარზეა და ბურღულეულის ფაფით განისაზღვრება, თითქმის მთლიანად იღვრება. პატარების უმრავლესობა ფაფებზე უარს ამბობს,
ასევე პედაგოგთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამჯერადი კვების ხარჯზე სადილის ულუფა
შემცირდა, პატარები რომლებიც დილის საუზმეზე უარს ამბობენ, შემდეგში სადილის განსაზღვრული რაოდენობით ვერ კმაყოფილდებიან.
,, მაგას სჯობდა, ადრე როგორც იყო, ორჯედადი კვება ბავშვები ჩაის და
კარაქიან პურს გაცილებით უკეთ ჭამდნენ, ეს ფაფები კი სასტიკად არ მოსწონთ, მათი უმრავლესობა
იღვრება, სახელმწიფო ამ თანხას რაც დილის კვებისთვის
განისაზღვრა, წყალში ყრის, დილიდან დაუნაყრებელ
ბავშვებს კი სადილის ნორმა აღარ ყოფნით, რადგანაც ის შემცირებულია“- აცხადებს ქუთაისის ერთ ერთი საჯარო
ბაგა-ბაღის პედაგოგი.
იგივე მოსაზრება აქვთ მშობლების ნაწილსაც, ,,მე ამ რეფორმის უკმაყოფილო ვარ, ბავშვები სახლში რომ მიგვყავს, უნორმოდ ჭამენ, ამბობენ, რომ მოშიებული არიან. ვფიქრობ, რომ კვებასთან დაკავშირებით დანერგილი სიახლეები უნდა გადაიხედოს, დილის ფაფას, ვიცი, რომ ბავშვთა უმრავლესობა არ ჭამს, მათ შორის არც ჩემი შვილები, სამხარიც არ ანაყრებთ სათანადოდ და როგორც პედაგოგებისგან და მზარეულებისგან ვიცი, სადლის ნორმაც შემცირებულია“,- აცხადებს ზეინაბ ჯანელიძე, რომლის 2 შვილი საბავშვო ბაღის აღსაზრდელია.
პედაგოგთა შენიშვნებს და მშობელთა პრეტენზიებს არ იზიარებენ აიპი ბაგა-ბაღების გაერთიანებაში. გაერთიანების დირექტორის მოადგილის მეთოდურ დარგში, მაკა დოღონაძის ინფორმაციით, მშობლებს პანიკის საფუძველი არ აქვთ და კვების რეჟიმი და რაციონი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
,, სიმართლეს არ შეეესაბამება
ის ფაქტი, რომ სამჯერადი კვება სადილის შემცირების ხარჯზე მოხდა,
არსებულ კვებით ნორმას, რაც დღის მანძილზე იყო გათვალისწინებული, კიდევ დაემატა დილის საუზმე და შესაბამისად, ამ მიმართულებით რეფორმამ მხოლოდ უკეთესი მდგომარეობა
მოგვცა ბაღებში. ახალ კალენდარულ წელს დანერგილი სიახლეებისთვის მზადება მიმდინარეობდა
და ეს არ იყო სპონტანური და გაუაზრებელი ნაბიჯი, სწორედ იმიტომ რომ კვება სამჯერადი
და უკეთესი ყოფილიყო, არსებული ბიუჯეტი ნახევარი
მილიონი ლარით გაიზარდა. ულუფის ნორმა შემცირებული არ არის, დღის მანძილზე საშუალოდ
ბავშვი უნდა იღებდეს 1700 კალორაჟს. ჩვენ შევეცადეთ
კვება ყოფილიყო ბალანსირებული და ის, რომ ფაფა არ გვინდა და არ მოგვწონს, ამით ვერ ვიმსჯელებთ, ჩვენი მენიუ დაამტკიცა საკრებულომ და შენიშვნები
მათი მხრიდანაც არ გამოთქმულა.“
თუმცა იგივე ქუთაისის საკრებულოს წევრი ირმა პეტრიაშვილი რომელიც საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეცაა, მიიჩნევს, რომ ბაგა- ბაღების კვების რეჟიმი და რაციონი დასახვეწია.
,,წინა წლებში საკმაოდ
აქტიურად გამოიყენებოდა ბაგა- ბაღებში მცენარეული ცხიმები, მარგარინი, რაც დაუშვებელია,
ბავშვებში მისი მიღება იწვევს კუჭნაწლავის და სხვა ტიპის დაავადებებს და წლების განმავლობაში
ჩვენ ვღებულობთ სახიფათო და მძიმე შედეგებს, ამიტომ უნდა მოხდეს ცხიმების ბოსტნეულითა
და რძის პროდუქტებით ჩანაცვლება, გენდერული
საკონსულტაციო საბჭო აქტიურად აპირებს სამომავლოდ
მონიტორინგის განხორციელებას, თუ რამდენად სწორად მოხდება კვების რაციონის დახვეწა
და რამდენად სწორად დაიხარჯება ამ საქმისთვის გაწერილი თითოეული თეთრი.“
აიპი გაერთიანების დირექტრის მოადგილის მეთოდურ დარგში მაკა დოღონაძე იმაზეც საუბრობს, რომ უახლოეს მომავალში კვების რაციონის გადახალისებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმას რომ საუზმის ფაფები განსხვავებული ბურღულეულით მომზადდება, რომელიც პატარებს უფრო მოეწონებათ.
კვების ახლი რეჟიმის და რაციონის პარალელურად აღმზრდელების ნაწილი სხვა რიგ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. ქუთაისის # 23 ბაგა ბაღის გამგე ნანა რუსაძე მიიჩნევს, რომ ბავშვთა კონტიგენტის გაზრდის გამო ბაღებში საკითხავი ლიტერატურა , სათამაშოები და ატრაქციონები არასაკმარისი რაოდენობითაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე საუბრობენ ბაგა ბაღების გაერთაინებაში. მაკა დოღონაძე ეზოში ატრაქციონების არასაკმარს რაოდენობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ტენდერის გამოცხადებას ლარის კურსის დევალვაციამაც შეუშალა ხელი, თუმცა ეზოების უკეთ აღჭურვაზე მუშაობა მიმდინარეობს.
კონკრეტულად რა სიახლეებია დაგეგმილი ბაღებში აღსაზრდელების და დასაქმებული პერსონალს უკეთესი მდგმარეობის შესაქმნელად ამას მომავალი აჩვენებს, იქამდე კი ფაქტად რჩება ის, რომ ახალ კალენდარულ წელში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით მშობლების პედაგოგებისა და აიპი გაერთიანების წარმომადგენელთა პოზიცია განსხვავებული და ურთიერთგამომრცხავია.
ავტორი: ეკა შალამბერიძე