,,გორელიეფი კოლხეთზე“-გარევაჭრობის ფონად
7 წელია, რაც სვეტა ნებიერიძე კანონდარღვევის აღკვეთას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. საუბარია, გასულ საუკუნეში მისი მეუღლის მიერ შექმნილ პანოზე, რომელიც ბაზრის მიმდებარე კედელზეა. გარემოვაჭრეები კედელს თავიანთი საჭიროებისამებრ მოიხმარენ და პანოს აზიანებენ.
,,გორელიეფი
კოლხეთზე“ საბჭოთა კავშირის
ქვეყნებს შორის
სიდიდით ყველაზე
დიდი პანოა
(217კვადრატული). მასზე ასახულია ოთხი
პერიოდის კომპოზიცია: საქართველო
ჩვ.წთ.მდე, ჩვ.წთ.შემდეგ,
დღეს და
მომავალში. მათ
შორისაა ხახულის
ძეგლი, ქართული
ოჯახი, ბოროტთა
ბრძოლა, განიარაღება
და სხვ.
მხატვარი-მოქანდაკე ბერნარდ
ნებიერიძე -იგივე „ფრანცია“ თბილისის სამხატვრო
აკადემიის დამთავრების
შემდეგ, 12 წელი
მუშაობდა ქალაქის
სამხატვრო ფონდის
საბჭოს თავმჯდომარედ.
ამ პერიოდში
ის აქტიურად
მონაწილეობდა გამოფენებში,
როგორც ქვეყნის,
ასევე მის
ფარგლებს გარეთ.
გარდა ფერწერისა
და ქანდაკებისა,
ის დაკავებული
იყო დღიურებისა
და ჩანახატების,
აგრეთვე რეკლამებისა
და აფიშების
კეთებით. მათ
შორის აღსანიშნავია ქართული ცეკვისა
და სიმღერის
ანსამბლის პლაკატი,
რომელმაც გერმანიაში
ჩატარებულ კონკურსში
,,პლაკატები“ პირველი
ადგილი მოიპოვა.
დღეს ოჯახის წევრებს გული წყდებათ, რადგან ამ ადამიანის მიერ შექმნილი არაერთი
ავტორი: თინათინ გურგენიძე