ვინ და რისთვის შეკრიბა ქუთაისში სტუდენტური თვითმმართველობა?
ქუთაისში, დღეს,
26 სექტემბერს, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის
ორგანიზებით აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „არა ქურდებს“.
აქციაში ქუთაისის
მერიის კულტურის სამსახურის უფროსი თემურ ცამციშვილიც მონაწილეობდა, რომელსაც მანამდე
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის პოსტი ეჭირა წერეთლის უნივერსიტეტში.
აქციაზე მოგვიანებით
ქუთაისელ სტუდენტთა მეორე ნაწილი გამოჩნდა, რომლებიც ქალაქში ძალადობისა და წამების
წინააღმდეგ აქციებს რამდენიმე დღეა მართავენ. მათი განცხადებით, სტუდენტურმა თვითმმართველობამ,
რომელიც მთავრობასთან არის დაკავშირებული, აქციისთვის სტუდენტები ძალით შეკრიბა.
ავტორი: სოფო ბობოხიძე