შრომითი მიგრაცია საქართველოდან
ბოლო წლებში საქართველოდან ,,გახიზნული და გადახვეწილი“ თანამოქალაქეების ზუსტი მონაცემები სტატისტიკის მიღმაა დარჩენილი. შრომითი მიგრაცია, გასული საუკუნის 90–იან წლებიდან, ,,რკინის ფარდის“ მოშლის შემდეგ გახდა აქტუალური. მისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი უმუშევრობა გახდა, რომელიც ქვეყანაში დღემდე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. რა პრობლემების დაძლევა უხდებათ ემიგრაციაში მცხოვრებლებს და შეამსუბუქებს თუ არა მდგომარეობას ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, ამის გარკვევას "ნიუპრესი" შეეცადა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია უმუშევრობის ტერმინს ასე განსაზღვრავს – 15 წელზე მეტი ასაკის პირები, რომელთაც შეეძლოთ მუშაობა, სცადეს და 4 კვირის განმავლობაში სამსახური ვერ იშოვეს. ამავე კატეგორიას განეკუთვნებიან დროებით დათხოვნილი და სამსახურის დაწყების მოლოდინში მყოფებიც. საქართველოს სინამდვილეში კი სიტყვა- უმუშევარი განსხვავებული კრიტერიუმით ფასდება. თვითდასაქმებულს ეძახიან ადამიანს, რომელიც სოფელში მიწას ეჭიდება, თუმცა საარსებო წყაროს ცოტა თუ ნახულობს. უმრავლესობა ემიგრაციაში წამსვლელთა გრძელ რიგს უერთება. მიზანი ერთია, მთავარია გასცდნენ ქვეყნის ფარგლებს და სად წავლენ, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.
შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება საქართველოდან უცხოეთში წამსვლელთა რაოდენობა. არაოფიციალური სტატისტიკით, შრომითი მიგრანტებიდან სჭარბობს ქალების რაოდენობა. 92% არალეგალური სტატუსით იმყოფება უცხო ქვეყანაში. პროფესიით მხოლოდ 5%-ია დასაქმებული.
,,ნიუპრესი“ ნანა ივანეიშვილს ესაუბრა, რომელიც ქართული რეალობის ერთერთი თვალსაჩინო მაგალითია, ვინც ემიგრაციაში ცხოვრების საუკეთესო წლებს ატარებს. ნაბიჯი, რომელიც მას გამოუვალმა მდგომარეობამ აიძულა, 13 წლის წინ გადადგა. პროფესიით პედაგოგის შრომითი ანაზღაურება, 23 ლარს შეადგენდა, რაც ბუნებრივია, 3 შვილის მოვლა-პატრონობისთვის არასაკმარისი იყო და შესაბამისად, გეოგრაფიის მასწავლებელმა გეოგრაფიული რუკა აიღო და საქართველოდან საბერძნეთში გადაინაცვლა. დღეს ის იმ სირთულეებსა და პრობლემებზე საუბრობს, რაც უცხოეთში ემიგრანტის სტატუსით ცხოვრებისას შეხვდა: ,,შესაძლოა, ეს გარედან მარტივად ჩანდეს, მიდის ადამიანი იმისათვის, რომ უკეთესი მდგომარეობა შეიქმნას და წლებთან ერთად შედეგს აღწევს კიდეც, აგზავნის თანხას და შინ დატოვებული ოჯახის წევრების ეკონომიურ მდგომარეობას აუმჯობესებს. სინამდვილეში, ეს ყველაფერი გაუსაძლისი შრომისა და ხშირად შელახული თავმოყვარეობის ფასად ხდება. კარგავ - ,,მეს“, ტოვებ საკუთარ შვილებს და უვლი სხვისას, ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით. დადიხარ მათ სურვილებზ-განუცხადა ნანა ივანეიშვილმა "ნიუპრესს".
ემიგრანტი ქალბატონი ამბობს, რომ ფოტოები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა, შვილების მონატრებასთან
გასამკლავებლად ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. შემდეგ გაჩნდა ინტერნეტი, თუმცა მანძილი, რომელსაც ვირტუალური სივრცით ამოკლებ, მაინც გრძელია. ნანა წარსულში მის მიერ გადადგმულ
ნაბიჯს, ამ გადასახედიდან არასწორად მიიჩნევს. ამბობს, რომ წარსულის შეცვლა, რომ შეეძლოს
სხვაგვარად მოიქცეოდა. ,,13 წლის წინ, რომ
დამაბრუნა, ამ ნაბიჯზე არც დავფიქრდებოდი, ისე ვიტყოდი უარს. ამაზე ძვირფასს ვერაფერს
აკეთებ, მიტოვებული გყავს საკუთარი შვილები, არ ხარ მათ გვერდით იმ დროს, როცა მათ
ყველაზე მეტად სჭირდები“,- ამბობს ნანა ივანეიშვილი.
ის მათ, ვისაც საზღვარგარეთ წასვლა სურს, ურჩევს, რომ გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა,
რათა ოჯახის დანგრევის გარეშე დაძლიონ პრობლემები:
,,მე არ მესმის და ვერ ვუგებ იმ ადამიანებს,
რომელთაც აქაც აქვთ გასაქანი, მაგრამ მეტის შოვნის სურვილით ემიგრაციაში მიდიან. ისინი
ვერ აცნობიერებენ ყველაზე მთავარს, ემიგრაცია ნიშნავს დაკარგულ წლებს, რომლებიც არასოდეს დაბრუნდება“.
ემიგრანტი პედაგოგი
ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც ეხმიანება და იმ დადებით შედეგებზე საუბრობს, რასაც მისი
აზრით, თავისუფალი მიმოსვლა განაპირობებს.
,,იქ, სადაც მე
ვარ ქართველების 80 პროცენტი უსაბუთოდაა, მზის
სინათლე ენატრებათ და სულ ბინაში არიან გამოკეტილები. თავისუფალი მიმოსვლის პირობებში
ეს პრობლემა მოეხსნებათ და სამშობლოში ჩამოსვლასა და საყვარელი ადამიანების მონახულებას
შეძლებენ.
ემიგრაციაში წასულმა
უმცროსი შვილი 2 წლის დატოვა. ნიკა დღეს თინეიჯერია
და იხსენებს იმ გზას, რომელიც დედის გარეშე გამოიარა. ,,ბებოსთან ვიზრდებოდი, ჩემი
დები კი მეორე ბებოსთან. დედის მზრუნველობა ყოველთვის მაკლდა, რამაც ბევრ რამეში შემიშალა
ხელი. მქონდა კომპლექსი, როცა სხვა ბავშვებს სკოლაში დედები აკითხავდნენ, მე კი ეს
ბედნიერება არასდროს მქონია“. ნიკას ნანატრი ბედნიერება წლების შემდეგ რეალობად ექცა.
დედამ ოჯახი ორი კვირით ინახულა, თუმცა მან იცის, რომ რეალობა გაცილების ცრემლებს მოიტანს, მაგრამ ოცნებას მაინც არ იშლის- ,,იქნებ დედა აღარ წავიდეს“.
როგორია საქართველოში საერთო სურათი შრომით მიგრაციის შესახებ
და რა დადებითი და უარყოფითი შედეგები ახლავს თან ქვეყნიდან სამუშაოს მაძიებელთა გადინებას, ამასთან დაკავშირებით "ნიუპრესი" „ახალგაზრდა
ეკონომისტთა ასიციაციის“ იმერეთის ფილიალის ხელმძღვანელის ლევან ოკრეშიძეს ესაუბრა. მისი თქმით, შრომითი მიგრაცია რომ არა, სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში ბევრად მაღალი იქნებოდა.
„რაც უფრო ღია და დერეგულირებულია შრომითი ბაზარი, მათ შორის საერთაშორისო, მით მეტ სარგებელს იღებს პროცესში მონაწილე ყველა მხარე, როგორც შრომითი რესურსების მიმწოდებელი, ისე შრომითი რესურსების მიმღები. შრომითი მიგრაცია რომ არა, სიღარიბის მაჩვენებელი
ავტორი: ეკა შალამბერიძე