|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სადაც არ არის ბიზნესი, იქ ვერ იქნება შოუ" – ქეთი თურქაძე

ჯგუფ "სამი-ზნე"  ქუთაისში და არა მარტო ქუთაისში კარგად იცნობენ. მუსიკალური ჯგუფი ამჟამად ოთხი წვერისგან შედგება.  (გივი შალამბერიძე – გიტარისტი, ლევან ჩხაიძე – პიანისტი, გიორგი ვარდანიძე – დრამერი და ქეთი თურქაძე – ვოკალისტი) .      მიუხედავად ჯგუფის ხანგრძლივი  არსებობისა, ცოტამ თუ იცის , რა ხდება ჯგუფის შიდა სამზარეულოში ,როგორ იავსებს ერთი ჯგუფი სამ სხვადასხვა ზნეს?

ჯგუფის  „სამი–ზნე“  შექმნის ისტორიაზე, პრეობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ჩვენს შეკითხვებს ვოკალისტი ქეთი თურქაძე პაუხობს. 


– როგორ შეიქმნა მუსიკალური ჯგუფი?

– ჯგუფი  სამი-ზნე 10 წლის წინ შეიქმნა, როცა გივი შალამბერიძემ და ლევან ჩხაიძემ ერთმანეთი გაიცნეს . ორი წელი ჯგუფს სახელწოდება არ ჰქონდა . მოგვიანებით უნიჭიერესი დრამერი რევაზ ედგარიძე დაემატა. პირადად მე ჯგუფს და 2013 წლის შემოდგომიდან შევუერთდი.

– როგორ იპოვეთ ერთმანეთი?

– 2013 წელს , როცა სამი-ზნე ჯერ კიდევ ინსტრუმენტალური ბენდი იყო , გადაწყვიტეს ვოკალისტის დამატება და სოციალურ ქსელში ფეისბუკზე გივიპოსტი გამოაქვეყნა, რომ ბენდი  ვოკალისტს ეძებდა. ზუსტად მაგ პერიოდში მე  თბილისიდან ახალი გადმოსული  ვიყავი და სამსახურს ვეძებდი, შემთხვევით ვნახე პოსტი და მაშინვე გავეშურე  "ბონ-აპეტიტში. ქასთინგზე . იმ დღესვე ამიყვანეს, ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე, მაშინვე შევძელით პუბლიკის მონუსხვა . ჩვენი პირველი მუსიკალური კონტაქტი შედგა წარმატებით და დღემდე გრძელდება.

– რა დატვირთვას ატარებს "სამი–ზნე"?

– როგორც გითხარი, ჯგუფს არ ერქვა სახელი წლების განმავლობაი, მაგრამ როცა რუსთავი 2-მა  ქუთაისობას, 2 მაისს  გადაცემა "სხვა შუადღე" ბოლომდე ქუთაისს მიუძღვნა  და ქუთაისში ჩაწერა,იგი  მუსიკალურად  ჩვენმა ბენდმა გააფორმა და მაშინ გაჩნდა  სახელი, დათო ტურაშვილმა მოიფიქრა სამი-ზნე , ანუ სამი სხვადასხვა ზნის, ხასიათის ადამიანის ერთობლიობა, სინთეზი. შეიძლება ითქვას , რომ ბენდის ნათლია დატო ტურაშვილია.

რა კრიტერიუმებით არჩევთ სიმღერებს, რომელსაც სთავაზობთ ხალხს?

– რეპერტუარს რაც შეეხება, ვუკრავთ იმას, რაც მოგვწონს  და რაც შეგვიძლია მოვაწონოთ მსმენელსაცბუნებრივია. ვითვალისწინებთ მოთხოვნას და  მიწოდებაც ადეკვატურია, მაგრამ ჩვენ ძირითად მუსიკალურ კრედოს არასდროს გადავუხვევთ, ყოველთვის დავუკრათ გემოვნებიანი და დახვეწილი მუსიკა.

– რამდენად ხშირად გაქვთ კონცერტები და არის თუ არა სიმღერა თქვენი შემოსავლის ძირითადი წყარო?

–  ჩვენი შემოსავლის ერთადერ წყარო ჩვენი საქმეა, მუსიკამუსიკოსები ვართ და მთელ სულსა და გულს ვაქსოვთ ჩვენ საქმეში. კონცერტებით  არ ვართ განებივრებული სამწუხაროდ, შესაბამისად ვერც ჩვენ ვანებივრებთ მსმენელს. ჩვენ მუსიკალურ ცხოვრებას და სამუშაო ადგილს  "კლუბური" უფრო ეწოდება, რაც ძალიან განსხვავდება  "რესტორნულისგან", პირობითად რომ ვთქვათ, უარესსა და ცუდს შორის, ცუდის არჩევას ჰგავს, თუმცა ეს იმდენად დიდი გამოცდილებაა და ყოველდღიური მსმენელთან კონტაქტი, იმდენად კომფორტულია რომ ცუდს ვერ დავარქმევდი. კონცერტების ორგანიზება ამ ეტაპზე საკუთარი ხარჯებით არ შეგვიძლია, ქალაქში კი არც ისე ხშირად ტარდება  ღონისძიებები,სადაც მიგვიწვევენ.

– აპირებთ თუ არა საკუთარი სიმღერების შექმნითაც დაიმკვიდროთ სახელი?

– ბუნებრივია, მთელი ცხოვრება ქავერებს არ  დავუკრავთ, გვაქვს რამოდენიმე მონახაზი, რასაც მუშაობა სჭირდება და სარეპეტიციო დარბაზი, რაც ამ ქალაქში არ არსებობს ფაქტობრივად ინსტრუმენტალური ბენდისთვის, მაგრამ აუცილებლად დაელოდეთ სიახლეებს "სამი-ზნეს"–გან.

– როგორ ფიქრობთ, რა დონეზეა საქართველოში შოუ–ბიზნესი?

– სადაც არ არის ბიზნესი , იქ ვერ იქნება შოუ.  ქვეყანაში არ არის ფული, ან თუ არის, უხარისხო პროდუქციის შექმნას და შემდგომ პოპულარიზაციას ხმარდება.

რაში ხედავთ გამოსავალს, რა არის ის, რაც მუსიკაში არსებულ კრიზისებს აღმოფხვრის ან შეაჩრებს?

– გზების ძიებაზე ლაპარაკი რთული საქმეა. ყველა მუსიკოსმა და შემსრულებელმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს, ბევრი იშრომო სდახვეწაზეშესრულების ხარისხზე იფიქროს და არა იმაზეროგორ  იშოვოს მარტივი "ფანოღური" გზებით იოლი ფული და ტელევიზიები, რომლებიც არანორმალურად პოპულარულს ხდიან და აპიარებენ დაბალხარისხიან პროდუქტს. ყველამ პატიოსნად უნდა აკეთოს თავისი საქმე და ნებისმიერ სფეროს ეშველება. მუსიკაში კი ფონოგრამშიკობას და "ხალტურშიკობას" უნდა მოეღოს ბოლო.

– რას უნდა ელოდოს მსმენელი "სამი–ზნის"–გან?

– ჯგუფი 10 წლისაა უკვე და  მიგვაჩნიამსმენელი, რომელიც 10 წელია ერთგულად გვისმენს  და არ ბეზრდება ჩვენი შესრულება ,ჩვენც გვაკისრია ვალდებულება და პასუხისმგებლობა, გავახაროთ ისინი,რაღაც ახალი და განსხვავებული პროდუქტით. უდიდესი სურვილი გვაქვს ჩვენ მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში  ჯგუფ სამი-ზნეს 10 წლის იუბილე ,მეგობრებთან ერთად კონცერტით აღვნიშნოთ.






ავტორი: ბაჩო ნადირაძე