|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისი შშმ პირთათვის დახურულია

 „სახალხო დამცველის აპარატი  (ომბუდსმენი) არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას,–განმარტება ცალსახად გვიჩვენებს, რომ სახალხო დაცველის აპარატი ორიენტირებულია დაიცვას მოქალაქეთა უფლება განურჩევლად სქესის, რასის, რწმენიას და შესაძლებლობისა.  აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისი, რომელიც წლებია რუსთაველის 18 ნომერში მდებარეობს, შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ამ დრომდე მიუწვდომელია.

მდგომარეობას შენობის ინფრასტრუქტურა ართულებს. ორსართულიან შენობას მრავალსაფეხურიანი შიდა და გარეკიბეები აქვს, რაც შშმ პირთა შენობაში შესვლას შეუძლებელს ხდის.

„ჩვენს რეალობაში ადამიანის უფლებები, სამწუხაროდ, ხშირად ირღვევა. ამიტომ სახალხო დამცველის ოფისი არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, არამედ ნებისმიერ ადამიანს სჭირდება. იყო დრო, მესაჭიროებოდა სახალხო დამცველის ოფისი, მაგრამ ვერანაირად ვერ მოვხვდი იქ. ასევე იყო შეხვედრები სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან. დაინტერესების მუხედავად, ისევ გარეთ დავრჩი. ვინაიდან სახალხო დამცვლის შენობა არის არაადაპტირებული, აქვს ძალიან დიდი კიბეები.  ჩემით კი არა, დახმარებითაც ვერ შევაღწევ. საქართველოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს რატიფიცირების ხელშეკრულების ხელმოაწერა იყო წინ გადაგმული ნაბიჯი, მაგრამ დოკუმენტი მარტო ფურცელზე არ უნდა იყოს დაწერილი.სახალხო დამცელის ოფისი, ეს ისეთი სტრუქტურაა, პირველ რიგში უნდა იყოს მოწესრიგებული და ადაპტირებული, როგორც ევროპის სხვა ქყვენებში. ვიმედოვნებ, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება“, –აღნიშნავს შშმ პირი ქეთევან ჭიღლაძე.

პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი შშმ პირი, 30 წლის ზურა (გვარს არ აკონკრეტებს): „რა თქმა უნდა, მჭირდება  სახალხო დამცველის შენობა, მაგრამ მისვლას რა აზრი აქვს? შენობაში მაინც ვერ შევალ, ჩემთვის კი გარეთ არავინ გამოვა. კარგი იქნება, თუ მოხდება პანდუსის მოწყობა. პრობლემა, რომც არ იყოს, უამრავი შეხვედრა იმართება ამ ოფისში. ჩვენც მივალთ,  მივიღებთ ინფორმაციებს, გავიცნობთ ხალხს, მაგრამ პანდუსის პრობლემა მხოლოდ სახალხო დამცველის შენობის კი არა მთელი ქალაქის პრობლემაა“.

პრობლემის შესახებ გასული წლის ნოემბერში კიდევ ერთხელ ეცნობა სახალხო დამცველს. უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ ქუთაისის ოფისში არსებული მდგომარეობით აუცილებლად დაინტერესდება. თუმცა ერთადერთი, რაც ამ დრომდე საქმის ირგვლივ მოხდა იმის გარკვევაა, რომ შენობა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი.

„ გვესმის, რომ სახალხო დამცველის ოფისი ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და ვცდილობთ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. რაც შეეხება ქუთაისის ოფისის შენობას, შშმ პირებზე მორგებული, რომ გახდეს ამისთვის სახალხო დამცველს  მუშაობა დაწყებული აქვს.  მიმდინარეობს სამუშაოები შენობის ჩვენს ბალანსზე გადმოსაცემად. გვაქვს მოლატარაკებები შესაბამის უწყებებთან. მდგომარეობას შენობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ყოფნა ართულებს და მისი იერსახის შეცვლა არ შეიძლება. როგორც კი შენობა ჩვენს ბალანსზე გადმოვა, შევეცდებით იერსახის დამახინჯების გარეშე შშმ პირთათვის ადაპტირებული გავხადოთ“,–აღნიშნავს სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ანა თამაზაშვილი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი