|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დამნაშავეების ერთგული ძაღლი პოლიციას დანებდა

ეს ფოტო დასავლურ გამოცემებში დილიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს - კადრში ბრაზილიური დაჯგუფების წევრები და მათი ერთგული ძაღლია აღბეჭდილი. 
დამნაშავეები პოლიციას დანებდნენ და იატაკზე დაწვნენ - ასევე მოიქცა ძაღლი და თათები მაღლა ასწია. ფოტო ბრაზილიის შტატ სანტა-კატარინაში რეიდის დროსაა გადაღებული.
"სამართალდამცავებმა კოკაინს, იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაგნეს. მათ ბანდის წევრებიც დააპატიმრეს. მათთან ერთად იყო ძაღლიც და გვიყეფდა. როცა დაინახა, რომ პატრონი სხვებთან ერთად იატაკზე დაწვა, ძაღლიც ასევე მოიქცა", - დაადასტურა პოლიციის წარმომადგენელმა ფილიპო ვალდესმა.
ცხოველების ფსიქიატრმა, ბერნი რიკომ განაცხადა, რომ ეს პოზა ძაღლების სამყაროში მორჩილებას გამოხატავს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა