"შავფაროსნების" და "ჩვენებურების" ტრიუმფალური გამოსვლა რომში
„შავფაროსნები“ მეოთხე წელია რომში Natale di Roma-ს ფესტივალში მონაწილოებენ და იტალიელებისა და არა მარტო მათ აღფრთოვანებას იწვევენ. წელს რომს „შავფაროსნები“ „ჩვენებურებთან“ ერთად ეწვივნენ. საქართველო უკვე Natale di Roma-ს მუდმივი მონაწილეების სიაში მოხვდა. „ნიუპრესის“ სტუმრები „შავფარონები“ ანი ცინცაძე და ნიკოლოზ მურმანიშვილი არიან, რომლებიც ფესტივალთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს პასუხობენ.
- როგორ ხდება რომში საჩვენებელი გამოსვლისთვის მონაწილეთა შერჩევა?
- ნიკოლოზ მურანიშვილი:
შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი შავფაროსანთა მიერ ვარჯიშზე გამოვლენილი შრომისმოყვარეობა და საჩვენებლებში ნაჩვენები შედეგია. ყურადღებას ვაქცევთ მომავალ თაობას და ვცდილობთ მათ წახალისებას. აქცენტი გვაქვს რეგიონებზე, ყოველწლიურად სხვადასხვა ქალაქიდან მიგვყავს რამდენიმე მონაწილე, რათა კიდევ უფრო მეტად მოხდეს რეგიონების გაძლიერება.- რამდენკაციანი დელეგაცია იმყოფებოდა წელს რომში? რა პრობლემა იყო დაფინანსებასთან დაკავშირებით?
- ნიკოლოზ
მურმანიშვილი: დელეგაცია შედგებოდა 25 კაცისგან,
მასში შედიოდა „შავფაროსნების“ ჯგუფი, ანსამბლი „ჩვენებურები“ და ტელევიზია „იმედის“
გადამღები ჯგუფი. პრობლემები იყო, ნაწილობრივ საკუთარი ხარჯიც გავწიეთ რომ სრულად უზურნველგვეყო
ჩვენი რომში ვიზიტი, რომ არა კულტურის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურის სამსახური, ჩვენი ვიზიტი ვერ შედგებოდა, რის გამოც დიდი მადლობა მათ.
- როგორ ხდება წარსადგენი პროგრამის შემუშავება?
-
ანი ცინცაძე: პროგრამა მუშავდება მონაწილეთა ინდივიდუალური უნარების გათვალისწინებით, რომელსაც ერთობლივად ვქმნით, ხოლო საბოლოო სახეს სძენს ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს მთლიან მონახაზს და შემოაქვს სხვადასხვა სიუჟეტი, რომელსაც თითოეული მონაწილე თავისი კუთხით ანვითარებს.- რით იყო განსხვავებული წლევანდელი გამოსვლა გასული წლებისგან?
- როგორ ხვდებიან რომში „შავფაროსნების“ გამოსვლას?
-
ნიკოლოზ მურმანიშვილი: პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, ჩვენი ქართული დიასპორა, რომელიც ყოველთვის გულითად მასპინძლობას და მხურვალე მხარდაჭერას გვიწევს შავფაროსნებს მთლიანი მსვლელობის და შემაჯამებელი გამოსვლის დროს, ეს დღე ქართველების ზეიმია რომის ქუჩებში. იტალიელები და ფესტივალის სტუმრები უკვე კარგად გვიცნობენ და თავად აღიარებენ, რომ ჩვენი გამოსვლა ყველასგან განსხვავებული და დატვირთულია, როგორც საბრძოლო ელემენტებით, ასევე ემოციურად, რაც მათი მხრიდან დიდ მოწონებას და ოვაციებს იმსახურებს.- რა შემოთავაზებები აქვს „შავფაროსნებს“ საზღვარგარეთიდან?
- საქართველო Natale di Roma-ს მუდმივი მონაწილეების სიაში მოხვდა, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
- ანი
ცინცაძე: თავად ეს ფაქტი სასიხარულოა ჩვენი ქვეყნისთვის,
რადგან ყოველ წელიწადს ევროპელებს პირდაპირი შეხება აქვთ ჩვენი კულტურის ორ შემადგენელ
ნაწილთან - ქართულ საბრძოლო ხელოვნებასთან
და ქართულ სიმღერასთან. უნიკალური სამოსი, იარაღის განსხვავებული ფლობის ტექნიკა, „ჩვენებურების“
მიერ შესრულებული ქართული ხმის უნიკალური პოლიფონია დიდ მოწონებას იმსახურებს, როგორც
მაყურებელში ასევე მასმედიის სხვადასხვა წარმომადგენელში, რაც კიდევ უფრო მეტად გვაახლოვებს
ერთმანეთს და ჩნდება ინტერესი საქართველოს მიმართ, რათა ესტუმრნონ საქართველოს და უკეთ შეისწავლონ
ჩვენი კულტურა.
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- გარდა რომისა, რა ფესტივალებში ღებულობთ მონაწილობას?
- ანი ცინცაძე
: ყოველ წელიწადს ტრადიციულად მონაწილეობას ვღებულობთ „არტ-გენის“ ფესტივალში, საიდანაც გაგვიცნო მაყურებელმა. ასევე შარშან მონაწილეობა მივიღეთ დუბლინში „გემების ფესტივალში“, რომელსაც პირველად მასპინძლობდა საქართველო. შავფაროსნების თაოსნობით ორჯერ ჩავატარეთ ყოველწლიური ქართული საბრძოლო ხელოვნების და ქართული სამოსის ფესტივალი თბილისში, რომელსაც წელსაც ვგეგმავთ და იმედი გვაქვს, უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი გახდება და ტრადიციად დამკვიდრდება.- როგორ ვითარდება ქართული საბრძოლო ხელოვნება საქართველოში?
- ნიკოლოზ მურმანიშვილი:
ამ იდეის შექმნიდან მრავალი წელი გავიდა, გაიზარდა თაობები, შემოემატა მრავალი ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გაიზარდა ცნობადობა და რაც მთავარია თუ ადრე ეს თემა ძირითადად უცხო იყო მოსახლეობის ცნობიერებისთვის, ახლა ყველამ იცის მეტნაკლებად და აღარ იწვევს კითხვის ნიშანს, არის თუ არა ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი. იმედი გვაქვს, სახელმწიფოს მხრიდანაც იქნება მეტი ჩართულობა და მხარდაჭერა, რომ მომავალი თაობები მყარ ეროვნულ საფუძველზე გაიზარდონ, უკეთ შეიცნონ საკუთარი თავი და უკეთ დააფასონ სხვაც.ავტორი: ანა ჯიქია