"ახალი გაზეთის" 27 აპრილი - 3 მაისის ნომერი გამოვიდა
"ახალი გაზეთის" 27 აპრილი - 3 მაისის ნომერი გამოვიდა. მასში წაიკითხავთ ნესტან ჩაგელიშვილის სტატიას "151 ათას ლარად გაყიდული "ჰაერი" და ჰაერში დარჩენილი მასწავლებელთა სახლი ქუთაისში". ეკა შალამბერიძე არკვევდა, როდის ექნება ქუთაისს ქალაქის განვითარების გეგმა. "ახალი გაზეთის" ფურცლებიდან გაიგებთ, სად და როგორ შეგეძლებათ გაატაროთ 2 მაისი - ანა ჯიქია ქუთაისობის დღესასწაულის პროგრამაზე. წერილში, გვირილობა-დიდი ქართული, ქუთაისური შეხვედრების დღე" გაეცნობით "გვირილობის" დღესასწაულის ტრადიციას და მისი აღდგენის ისტორიას. ანი ლიპარიშვილი გიამბობთ ვინ მოსავს ქუთაისობაზე დღესასწაულის მონაწილეებს ეროვნული ტანისამოსით. ნესტან ჩაგელიშვილი კი გაგაცნობთ ქალაქის "მემატიანეს მეწაღის სამოსში".
ავტორი: ანა ჯიქია