|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისობა„ ეროვნული ტანისამოსით

    

"ორმაისობის" ღონისძიებაში მონაწილეები ქართული–ტრადიციული ტანისამოსით შეიმოსებიან და ქალაქის ცენტრში გასული საუკუნის საქართველოს გააცოცხლებენ.  ეროვნულ კოსტუმებზე  ქუთაისში მოქმედი ერთ–ერთი სახელოსნო ზრუნავს. როგორ იქმნება ეროვნული სამოსი და საზოგადოების განაკუთრებული მოთხოვნა რომელ აქსესუარებზე არის დღეს, „ნიუპრესს“ სახელოსნო „ნატალი N“–ის  ხელმძღვანელი ესაუბრა.

ნარგიზ კიბაბიძე მრავალი წელია, რაც ეროვნული ტანისამოსის შექმნით არის გატაცებული. ის ამ საქმის სპეციალისტია. როგორც თავად ამბობს, ვიდრე კომპანიას ჩამოაყალიბებდა დეტალურად შეისწავლა  ქართული ტრადიციული ნიუანსები, გაეცნო სხვადასხვა საუკუნის მოდის ტენდენციებს.

"1998 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული ამ სფეროში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია  ტრადიციების შენარჩუნება. პირველ რიგში,  იქმნება კონსტრუქცია, შემდეგ მისი ტექნოლოგიური მხარე. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ თანამედროვე ფერებს, მაგრამ  ტექნოლოგიური და კონსტრუქციული მხარე არის ძველი, ტრადიციული და ქართული.  მაგალითად, ჩოხა ნახევრად ხელით მუშავდებოდა  ძველად.  ჩვენც ვცდილობთ ძველებური ხერხებით დავამუშავოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად დაიცვა ხაზები ჭრისა და კერვის პერიოდში და ასევე მნიშვნელოვანია სწორად შეუხამო ფერები,"- გვიყვება ნარგიზ  კიბაბიძე.

სახელოსნოს წარმომადგენლები არ იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ისინი ძირითადად ხელით ამუშვებენ ქსოვილს. მათი თქმით, დიდი მნიშვნელობას ჩოხის შეკერვას ანიჭებენ. 

თუმცა, როგორც ნარგიზ  კიბაბიძე აღნიშნავს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე „ორმაისობაა“.  ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება, მისი ინიციატივით არჩევს და მოსავს ღონისძიებაზე მონაწილე ადამიანებს. მათ ურჩევს ჩოხებს, სხვადასხვა ფორმებსა და აქსესუარებს. ასევე მსურველების ფერისა და დიზაინის შერჩვაში ეხმარება. 

ეროვნულ ტანსაცმელს ძირითადად ქუთაისისთვის კერავენ, თუმცა დასავლეთის თითქმის ყველა რეგიონი აქტიურად თანამშრომლობს მათთან.  კომპანიის მიერ შეკერილი კოსტუმები არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც გადის. ქართული ეროვნული ფორმები ყველაზე მოთხოვნადია: ავსტიაში, ბულგარეთში, ბელგიასა და თურქეთში, როგორც ჩვენი სახელოსნოს ხელმძღვანელი  გვიამბობს, ყველაზე მჭიდრო კავშირი ანსაბლ  "ჩვენებურებთან" აქვთ.   სწორედ, ანსაბლის  მე–13 საერთაშორისო ფესტივალზე  ქალაქ ინეგოლში  პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.

"ამ ქალაქის გარშემო 17 ქართული სოფელია, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ამასთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართული სათვისტომოსთანაც. ძალიან უყვართ ქართულ-ეროვნული ტრადიციები, ამიტომ  ეროვნული სამოსის ყველა კომპლექტი ჩავუტანე, რაც ძალიან გაუხარდათ. ასე  რომ ეროვნული სამოსი დიდი პოპულარობით სარგებლობს  ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც ,"-აღნიშნა კიბაბიძემ

ბოლო პერიოდში ეროვნული ტასსაცმელზე მოთხოვნის გაზრდას ხელი ქართულ ქორწილებში ნეფე- დედოფლის ეროვნულ სამოსში გამოწყობამაც შეუწყო.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი