"ახალი გაზეთის" 4-10 მაისის ნომერი გამოვიდა
"ახალი გაზეთის" 4-10 მაისის ნომერში თქვენ წაიკითხავთ სტატიას: "ორმაისობას" აყვავებული ქუთაისი და უცხოეთში გადინებული 10 ათასობით ლარი" , ნესტან ჩაგელიშვილი მოგიყვებათ რა თანხა დაუჯდა მერიას ქალაქის გალამაზება. ეკა შალამბერიძე მოგითხრობთ "ინდრუსტრიული ქუთაისის"- ჩინურ პერსპექტივაზე". ქუთაისითვის ინდუსტრიული ქალაქის სტატუსის დაბრუნება პრემიერმა დაანონსა. "ახალი გაზეთის" ამავე ნომერში წაიკითხავთ პრემიერის კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ. ანა ჯიქია არკვევდა "გაიყიდება, თუ არა ქუთაისში მთავრობს სახლი?" და რას ფიქრობენ ამის შესახებ ადგილობრივები. ნესტან ჩაგელიშვილი მოგითხრობთ იმერეთის ნაგავსაყრელებზე - "მოგვარებული, თუ ახალი პრობლემა რეგიონისთვის?" "ახალი გაზეთი" გთავაზობთ თამარ კურატაშვილის ჟურნალისტურ გამოძიებას თემაზე: "უკანონო თვალთვალი და ადევნება ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება". გაზეთი გთავაზობთ დისკუსიას "ლბტ ქალების სოციალიზაცია - მზაობა საზოგადოებაში". ანი ლიპარიშვილი გაგაცნობთ 98 წლის ვეტერანს, სამამულო ომის მონაწილე ქალბატონს. ანი ლიპარიშვილი არკვევდა ასევე თუ "რა ბედი ელის ქუთაისელი მოქანდაკის გოგილო ნიკოლაძის სახლს და ნამუშევრებს?"
ავტორი: ანა ჯიქია