|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უთხარი მსოფლიოს, რატომ არის საქართველო განსაკუთრებული"

"უთხარი მსოფლიოს, რატომ არის საქართველო განსაკუთრებული" – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 14-15 მაისს თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმთან დაკავშირებით ფოტოკონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. ამისთვის, საქართველოს შესახებ ფოტოკამერით ან ტელეფონით გადაღებული ფოტო, 13 მაისამდე განათავსონ სოციალურ მედიაში და გამოიყენეთ #Georgia15, ასევე Facebook-ზე და witter-ზე მონიშნეთ @EBRD, ხოლო Instargram-ზე @ebrd_official.
საუკეთესო ფოტოებს EBRD ინტერნეტ სივრცეში გამოაქვეყნებს და ასევე თბილისში ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მიმდინარეობისას განათავსებს. საუკეთესო ფოტოების ავტორებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სპეციალურ ღონისძიებაზე მიიწვევს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა