უკანონო თვალთვალი და ადევნება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდება
სისტემატური ხასიათის, - შემაწუხებელი დევნა, მუქარა, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თვალთვალი სამსახურთან, სახლთან, დახვედრა ქუჩაში, - შესაძლოა, დასჯადი გახდეს. საკანონმდებლო ინიციატივა გაერთიანება "საფარს" ეკუთვნის.მუხლსისტემატური ხასიათის, - შემაწუხებელი დევნა, მუქარა, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თვალთვალი სამსახურთან, სახლთან, დახვედრა ქუჩაში, - შესაძლოა, დასჯადი გახდეს. საკანონმდებლო ინიციატივა გაერთიანება "საფარს" ეკუთვნის.მუხლი, რომელიც აღნიშნული ქმედებების აღკვეთას ისახავს მიზნად, გაერთიანება „საფარმა“ ერთი წლის წინ მოამზადა და იუსტიციის სამინისტროს გადასცა. კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად, უახლოეს მომავალში წარედგინება.
გადაკიდების მუხლი კანონპროექტში ასეა განმარტებული: „არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი შევიწროება, დევნა, მუქარა, პირადი, სატელეფონო, ელექტრონული ან მესამე პირის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება ან სხვა ქმედება, რომელიც მსხვერპლში იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს და მის, მისი ახლობლის ან საკუთრების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს და აიძულებს მსხვერპლს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი“.
გაერთიანება „საფარის“ იურისტის, ბაია პატარაიას თქმით, ცხოვრების წესის შეცვლაში, -ტელეფონის ნომრის გამოცვლა, საჯარო ტრანსპორტით სარგებლობაზე უარის თქმა და მსგავსი იძულებითი ცვლილებები იგულისხმება: - „უკანონო ადევნებისა და თვალთვალის შემთხვევები ძალიან ხშირია, როგორც ქალთა ძალადობის ფორმა. იმ ქალთა უმრავლესობა, რომელიც ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ ჩივილით მოდის, გამოკვეთს და საუბრობს გადაკიდებაზე, როგორც შემაწუხებელ შემზღუდავ ქმედებაზე. ვინაიდან ამის კრიმინალიზება არ მომხდარა და დარღვევად არ იყო მიჩნეული, პოლიციას არ ჰქონდა უფლება, ადეკვატური რეაგირება მოეხდინა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა ხოლმე. ამ მუხლის საჭიროება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს, გავიხსენოთ განსაკუთრებულად გახშირებული ფემიციდის შემთხვევები რამდენიმე თვის წინ“, - ამბობს ბაია პატარაია.
2014 წლის ოქტომბერში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მაკა წივწივაძე, ყოფილმა მეუღლემ აუდიტორიაში, სტუდენტების თალწინ მოკლა. დევნის გამო, მაკა წივწივაძემ პოლიციას არაერთხელ მიმართლა, მაგრამ როგორც ბაია პატარაიამ აღნიშნა, სამართალდამცავებს აქამდე კანონი არ აძლევდა უფლებას, დევნის ფაქტზე სიტყვიერი გაფრთხილების გარდა, სხვა სახის შემაკავებელი ქმედება განეხორციელებინათ.
ე.წ. „გადაკიდების“ ფაქტები უძღვოდა წინ 22 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობასაც. სალომე 2014 წლის ივლისში, ყოფილმა მეუღლემ მოკლა. როგორც სალომეს ახლობლები აღნიშნავდნენ, მათ რამდენჯერმე მიმართეს პოლიციას, მაგრამ სამართალდამცავების მხრიდან, არც ამ შემთხვევაში მოჰყოლია, რაიმე კონკრეტული შემაკავებელი ქმედება.
უკანონო თვალთვალისა და ადევნების შესახებ ხშირ მომართვიანობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია, - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა აბაშიძე: - „ადევნება და უკანონო თვალთვალი, ზუსტად ის მოქმედებებია, რომელიც, ოჯახში ძალადობის თითქმის ყველა შემთხვევას,პირველ ეტაპზე ახლავს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზევე მოხდეს რეაგირება, რაც სამწუხაროდ, აქამდე ვერ ხდებოდა. ჩვენ ხელთ არსებული იმ ქეისებიდან, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება, აბსოლუტურ უმრავლესობაში, პირველ ფორმად და შეზღუდვად გამოვლენილია, სწორედ, ადევნება და თვალთვალი. ქალის განცხადების შემთხვევაში, პოლიცია იყო უძლური, რომ განეხორციელებინა პრევენციული ღონისძიება“, - აღნიშნავს იგი.
ანა აბაშიძის თქმით, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მსგავსი კანონის უახლოეს პერიოდში მიღება, რადგან ძალადობის აღსაკვეთად, ერთადერთი ინსტიტუტი პოლიციაა: - „იმ პირობებში, რომ სოციალური სამსახური დღეს არ აძლიერებს პოლიციას ძალადობის იდენტიფიცირების დროს, განსაკუთრებით, ისეთ შემთხვევაში, როცა ძნელია იდენტიფიცირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, პოლიციის მხრიდან, ამდაგვარი მოქმედებების აღკვეთა. ახალი კანონი კი, საშუალებას მისცემს პოლიციას, ჩაერიოს პირველ ეტაპზევე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მძიმე ფორმის ძალადობა“, - ამბობს ანა აბაშიძე.
ადევნებისა და უკანონო თვალთვალის შესახებ ხშირად მიმართავენ სახალხო დამცველის აპარატსაც. ომბუცმენის ოფისში კანონპროექტს დადებითად აფასებენ: - „საკმაოდ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც სამართლებრივად დაარეგულირებს საკმაოდ აქტუალურ პრობლემას საქართველოსთვის და სამართალდამცავთა მხრიდან რეაგირების მექანიზმებსაც განსაზღვრავს. ჩვენი პრაქტიკიდან, ხშირია როგორც ადევნების, ასევე თვალთვალის შემთხვევები. სახალხო დამცველის აპარატს, ძირითადად, ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს მომართავენ, - როცა პარტნიორი მამაკაცის მხრიდან ხდება ამგვარი ტიპის ქმედებების განხორციელება. თუმცა, ეს პრობლემა სხვა ტიპის ურთიერთობებშიც არსებობს და აქამდე, სამართლებრივი რეაგირების საშუალება ასეთ ფაქტებზე არ გვქონდა. ეს კანონპროექტი პრაქტიკაში გვიჩვენებს, თუ რა მიმართულებით უნდა დაიხვეწოს, მაგრამ ამ ეტაპისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ეკა სხილაძე.
ბაია პატარაია ამბობს, რომ მუხლი, რომელიც მომზადდა, სხვა ქვეყნების ზუსტი ანალოგი არ არის, თუმცა ორგანიზაციამ 20-ზე მეტი სახელმწიფოს კანონმდებლობა შეისწავლა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების. ბაია პატარაიას თქმით, საქართველოსთვის შექმნილი საკანონმდებლო ინიციატივა უფრო კონკრეტულია: - „ჩვენ, მუხლი შევიმუშავეთ სისხლის სამართლის კანონმდებლობის სასჯელად. ამ ეტაპზე, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში აპირებს ამ მუხლის ჩადებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ადევნება გახდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მაშინ შეიძლება გადავიდეს, თუკი კანონის დამრღვევი პირი მეორედ დაარღვევს ადმინისტრაციულ კანონს. მაგალითად, შემაკავებელი ორდენის დარღვევა თუ მოხდა“, -განმარტავს ბაია პატარაია.
ე.წ. „გადაკიდება“, იგივე სტალკინგი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინია და შემაწუხებელ ზარებს, შეტყობინებებს ან პირის ქონების დაზიანებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საკანონმდებლო ნორმა საქართველოსთვის ახალია, მსგავსი პრაქტიკა უკვე ათწლეულებია არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც ბაია პატარაია ამბობს, იუსტიციის სამინისტრო ცვლილებების ინიცირებას სტამბულის კონვენციის რატიფიცირების ფარგლებში გეგმავს და ამ საკანონმდებლო ცვლილების გარდა სხვა წინადადებებსაც ამზადებს.
სწორედ, სტამბულის კონვენცია არეგულირებს ქალების მიმართ გამოვლენილ სხვადასხვა სახის ძალადობას. კონვენციის თანახმად, სტალკინგის მსვერპლ ქალებს წართმეული აქვთ ნორმალური ცხოვრების უფლება, რადგან ღელვა და შიში მუდამ ახლავს მათ ყოველდღიურობას. სატმბულის კონვენციის მიღებამდე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების უმეტესობას სტალკინგის შესახებ სპეციალური კანონმდებლობა არ ჰქონდა შემუშავებული. სწორედ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად შემუშავდა კონვენცია 2011 წელს, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ სტალკინგი ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.
საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, სტალკინგის მსხვერპლები, ძირითადად, ქალები არიან და შევიწროებას, უმეტეს წილად, ქმედითი ან ყოფილი პარტნიორების მხრიდან განიცდიან.
უფლებადამცველები, თანხმდებიან, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვანი პრევენციული ხასიათის ცვლილებაა, მაგრამ აღნიშნავენ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, ამ მუხლის სამართალდამცავთა მხრიდან პრაქტიკაში გამოყენება და რეაგირება: „ახალი რეგულაცია, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, უნდა განვიხილოთ მთლიან კონტექსტში. უნდა განვიხილოთ, მაგალითად, შსს შემოთავაზებული სტრატეგიის კონტექსტში, რაც ნიშნავს, რომ ახალი რეგულაციის შემოღება არ უნდა გულის ხმობდეს მხოლოდ ცვლილებას კანონში, ეს უნდა იყო ღირებულებებზე მორგებული ცვლილება. ვგულისხმობ პოლიციელთა ღირებულების გადახედვას, მათთვის საჭირო ტრენინგებსა და გადამზადებას. საჭიროა, ზუსტი, ცხადი და მარტივად აღსაქმელი რეგულაციები, გაიდლაინები ან პროტოკოლები; - სწორედ ასეა შესაძლებელი, მივიღოთ ეფექტური შედეგი. მაგრამ მხოლოდ ის, რომ კანონი მივიღოთ კანონად და ეს საქმეს უშველის, ეს ილუზიაა. იურიდიულჭრილში, შემიძლიავთქვა, რომამ კანონის არსებობა, კარგი მოვლენაა, მაგრამ პრობლემასთან დაკავშირებით, ძალიან ადრეა, თქმა იმისა, რომ მუხლი აღმოფხვრის პრობლემებს“, - ამბობს ანა აბაშიძე.
„ერთი ნაბიჯია, თვითონ მუხლის არსებობა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ მუხლის ინპლემენტაცია. ანუ, რამდენად კარგად გაიგებს და გამოიყენებს ამას პოლიცია და რამდენად მიუსადაგებს ამ მუხლს კონკრეტულ შემთხვევებს. რისთვისაც აუცილებელია სამართალდამცავების გადამზადება და ცნობიერების ამაღლება ამ კონკრეტული მიმართულებით“, - აღნიშნავს ბაია პატარაიაც.
კითხვაზე, რამდენადაა შესაძლებელი, ადევნების ადმინისტრაციული წესით დასჯადობამ გაამართლოს, ანა აბაშიძე(პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ასე პასუხობს: - „სრულიად შესაძლებელია, ჩვენს საზოგადოებაში, იმუშაოს ადმინისტრაციულმა მექანიზმმა, როგორც მსუბუქმა სახდელის პრაქტიკამ და არ იყოს საჭირო რეგულაციის გამკაცრება. მაგრამ, თუკი, რეალური შედეგი ვერ დავინახეთ, მაშინ, უკვე, საჭირო იქნება ფიქრი გამკაცრებაზე და სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებაზე. ეს უკვე პრაქტიკაზეა დამოკიდებული“, - განმარტავს ანა.
სტამბულის კონვენციის თანახმად, სტალკინგი კრიმინალიზებული უნდა იყოს, თუმცა არის შემთხვევები, ცალკეული ქვეყნების მაგალითები, სადაც სტალკინგი არაკრიმინალიზებულ სანქციებს იწვევს. კონვენცია, ასევე, ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოწერასაც, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კონვენციის ის ნაწილი, სადაც სტალკინგის მსხვერპლი ქალებისთვის მხარდასაჭერი სერვისები უნდა შეიქმნას.
კანონპროექტის შესახებ დეტალების გარკვევა იუსტიციის სამინისტროსთანაც ვცადეთ, მაგრამ როგორც სამინისტროში განგვიცხადეს: - „კანონპროექტი ჯერ, შიდა სამუშაოების დონეზეა და არ არის იმ ეტაპზე, რომ საჯარო განხილვების თემა გახდეს“.
იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს აღნიშნული კანონპროქტი უახლოეს მომავალში უნდა წარუდგინოს, რომელსაც პარლამენტი გაზაფხულის სესიაზე განიხილავს. სწორედ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ადმინისტრაციული სასჯელის ვადები, ალტერნატიული სახეები და ჯარიმის ზუსტი ოდენობა უკანონო თვალთვალისა და ადევნების ფაქტებზე.
კანონპროექტი, რომელიც აღნიშნული ქმედებების აღკვეთას ისახავს მიზნად, გაერთიანება „საფარმა“ ერთი წლის წინ მოამზადა და იუსტიციის სამინისტროს გადასცა. კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად, უახლოეს მომავალში წარედგინება.
გადაკიდების მუხლი კანონპროექტში ასეა განმარტებული:
„არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი შევიწროება, დევნა, მუქარა; პირადი, სატელეფონო, ელექტრონული, ან მესამე პირის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება ან სხვაქმედება, რომელიც მსხვერპლში იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს და მის, მისი ახლობლის ან საკუთრების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს და აიძულებს მსხვერპლს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი“.
გაერთიანება „საფარის“ იურისტის, ბაია პატარაიას თქმით, ცხოვრების წესის შეცვლაში, -ტელეფონის ნომრის გამოცვლა, საჯარო ტრანსპორტით სარგებლობაზე უარის თქმა და მსგავსი იძულებითი ცვლილებები იგულისხმება: - „უკანონო ადევნებისა და თვალთვალის შემთხვევები ძალიან ხშირია, როგორც ქალთა ძალადობის ფორმა. იმ ქალთა უმრავლესობა, რომელიც ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ ჩივილით მოდის, გამოკვეთს და საუბრობს გადაკიდებაზე, როგორც შემაწუხებელ შემზღუდავ ქმედებაზე. ვინაიდან ამის კრიმინალიზება არ მომხდარა და დარღვევად არ იყო მიჩნეული, პოლიციას არ ჰქონდა უფლება, ადეკვატური რეაგირება მოეხდინა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა ხოლმე. ამ მუხლის საჭიროება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს, გავიხსენოთ განსაკუთრებულად გახშირებული ფემიციდის შემთხვევები რამდენიმე თვის წინ“, - ამბობს ბაია პატარაია.
2014 წლის ოქტომბერში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მაკა წივწივაძე, ყოფილმა მეუღლემ აუდიტორიაში, სტუდენტების თალწინ მოკლა. დევნის გამო, მაკა წივწივაძემ პოლიციას არაერთხელ მიმართლა, მაგრამ როგორც ბაია პატარაიამ აღნიშნა, სამართალდამცავებს აქამდე კანონი არ აძლევდა უფლებას, დევნის ფაქტზე სიტყვიერი გაფრთხილების გარდა, სხვა სახის შემაკავებელი ქმედება განეხორციელებინათ.
ე.წ. „გადაკიდების“ ფაქტები უძღვოდა წინ 22 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობასაც. სალომე 2014 წლის ივლისში, ყოფილმა მეუღლემ მოკლა. როგორც სალომეს ახლობლები აღნიშნავდნენ, მათ რამდენჯერმე მიმართეს პოლიციას, მაგრამ სამართალდამცავების მხრიდან, არც ამ შემთხვევაში მოჰყოლია, რაიმე კონკრეტული შემაკავებელი ქმედება.
უკანონო თვალთვალისა და ადევნების შესახებ ხშირ მომართვიანობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია, - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა აბაშიძე: - „ადევნება და უკანონო თვალთვალი, ზუსტად ის მოქმედებებია, რომელიც, ოჯახში ძალადობის თითქმის ყველა შემთხვევას, პირველ ეტაპზე ახლავს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზევე მოხდეს რეაგირება, რაც სამწუხაროდ, აქამდე ვერ ხდებოდა. ჩვენ ხელთ არსებული იმ ქეისებიდან, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება, აბსოლუტურ უმრავლესობაში, პირველ ფორმად და შეზღუდვად გამოვლენილია, სწორედ, ადევნება და თვალთვალი. ქალის განცხადების შემთხვევაში, პოლიცია იყო უძლური, რომ განეხორციელებინა პრევენციული ღონისძიება“, - აღნიშნავს იგი.
ანა აბაშიძის თქმით, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მსგავსი კანონის უახლოეს პერიოდში მიღება, რადგან ძალადობის აღსაკვეთად, ერთადერთი ინსტიტუტი პოლიციაა: - „იმ პირობებში, რომ სოციალური სამსახური დღეს არ აძლიერებს პოლიციას ძალადობის იდენტიფიცირების დროს, განსაკუთრებით, ისეთ შემთხვევაში, როცა ძნელია იდენტიფიცირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, პოლიციის მხრიდან, ამდაგვარი მოქმედებების აღკვეთა. ახალი კანონიკი, საშუალებას მისცემს პოლიციას, ჩაერიოს პირველ ეტაპზევე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მძიმე ფორმის ძალადობა“, - ამბობს ანა აბაშიძე.
ადევნებისა და უკანონო თვალთვალის შესახებ ხშირად მიმართავენ სახალხო დამცველის აპარატსაც. ომბუცმენის ოფისში კანონპროექტს დადებითად აფასებენ: - „საკმაოდ მნიშვნელოვანი საკანონმდებლოი ნიციატივაა, რომელიც სამართლებრივადდა არეგულირებს საკმაოდ აქტუალურ პრობლემას საქართველოსთვის და სამართალდამცავთა მხრიდან რეაგირების მექანიზმებსაც განსაზღვრავს. ჩვენი პრაქტიკიდან, ხშირია როგორც ადევნების, ასევე თვალთვალის შემთხვევები. სახალხო დამცველის აპარატს, ძირითადად, ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს მომართავენ, - როცა პარტნიორი მამაკაცის მხრიდან ხდება ამგვარი ტიპის ქმედებების განხორციელება. თუმცა, ეს პრობლემა სხვა ტიპის ურთიერთობებშიც არსებობს და აქამდე, სამართლებრივი რეაგირების საშუალება ასეთ ფაქტებზე არ გვქონდა. ეს კანონპროექტი პრაქტიკაში გვიჩვენებს, თუ რა მიმართულებით უნდა დაიხვეწოს, მაგრამ ამ ეტაპისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ეკა სხილაძე.
ბაია პატარაია ამბობს, რომ მუხლი, რომელიც მომზადდა, სხვა ქვეყნების ზუსტი ანალოგი არ არის, თუმცა ორგანიზაციამ 20-ზე მეტი სახელმწიფოს კანონმდებლობა შეისწავლა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების. ბაია პატარაიას თქმით, საქართველოსთვის შექმნილი საკანონმდებლო ინიციატივა უფრო კონკრეტულია: - „ჩვენ, მუხლი შევიმუშავეთ სისხლის სამართლის კანონმდებლობის სასჯელად. ამ ეტაპზე, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში აპირებს ამ მუხლის ჩადებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ადევნება გახდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მაშინ შეიძლება გადავიდეს, თუკი კანონის დამრღვევი პირი მეორედ დაარღვევს ადმინისტრაციულ კანონს. მაგალითად, შემაკავებელი ორდენის დარღვევა თუ მოხდა“, -განმარტავს ბაია პატარაია.
ე.წ. „გადაკიდება“, იგივე სტალკინგი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინია და შემაწუხებელ ზარებს, შეტყობინებებს ან პირის ქონების დაზიანებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საკანონმდებლო ნორმა საქართველოსთვის ახალია, მსგავსი პრაქტიკა უკვე ათწლეულებია არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორცბაია პატარაია ამბობს, იუსტიციის სამინისტრო ცვლილებების ინიცირებას სტამბულის კონვენციის რატიფიცირების ფარგლებში გეგმავს და ამ საკანონმდებლო ცვლილების გარდა სხვა წინადადებებსაც ამზადებს.
სწორედ, სტამბულის კონვენცია არეგულირებს ქალების მიმართ გამოვლენილ სხვადასხვა სახის ძალადობას. კონვენციის თანახმად, სტალკინგისმსვერპლ ქალებს წართმეული აქვთ ნორმალური ცხოვრების უფლება, რადგან ღელვა და შიში მუდამ ახლავს მათ ყოველდღიურობას. სატმბულის კონვენციის მიღებამდე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების უმეტესობას სტალკინგის შესახებ სპეციალური კანონმდებლობა არ ჰქონდა შემუშავებული. სწორედ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად შემუშავდა კონვენცია 2011 წელს, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ სტალკინგი ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.
საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, სტალკინგის მსხვერპლები, ძირითადად, ქალები არიან და შევიწროებას, უმეტეს წილად, ქმედითი ან ყოფილი პარტნიორების მხრიდან განიცდიან.
უფლებადამცველები, თანხმდებიან, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვანი პრევენციული ხასიათის ცვლილებაა, მაგრამ აღნიშნავენ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, ამ მუხლის სამართალდამცავთა მხრიდან პრაქტიკაში გამოყენება და რეაგირება:
„ახალირეგულაცია, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, უნდა განვიხილოთ მთლიან კონტექსტში. მაგალითად, შსს შემოთავაზებული სტრატეგიის კონტექსტში, რაც ნიშნავს, რომ ახალი რეგულაციის შემოღება არ უნდა გულისხმობდეს მხოლოდ ცვლილებას კანონში, ეს უნდა იყოს ღირებულებებზე მორგებული ცვლილება. ვგულისხმობ, პოლიციელთა ღირებულების გადახედვას, მათთვის საჭირო ტრენინგებსა და გადამზადებას. საჭიროა, ზუსტი, ცხადი და მარტივად აღსაქმელი რეგულაციები, გაიდლაინები ან პროტოკოლები; - სწორედ ასეა შესაძლებელი, მივიღოთ ეფექტური შედეგი. მაგრამ მხოლოდ ის, რომ კანონი მივიღოთ კანონად და ეს საქმეს უშველის, ეს ილუზიაა. იურიდიულ ჭრილში, შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონის არსებობა, კარგი მოვლენაა, მაგრამ პრობლემასთან დაკავშირებით, ძალიან ადრეა, თქმა იმისა, რომ მუხლი აღმოფხვრის პრობლემებს“, - ამბობს ანა აბაშიძე.
„ერთი ნაბიჯია, თვითონ მუხლის არსებობა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ მუხლის ინპლემენტაცია. ანუ, რამდენად კარგად გაიგებს და გამოიყენებს ამას პოლიცია და რამდენად მიუსადაგებს ამ მუხლს კონკრეტულ შემთხვევებს. რისთვისაც აუცილებელია სამართალდამცავების გადამზადება და ცნობიერების ამაღლება ამ კონკრეტული მიმართულებით“, - აღნიშნავს ბაია პატარაიაც.
კითხვაზე, რამდენადაა შესაძლებელი, ადევნების ადმინისტრაციული წესით დასჯადობამ გაამართლოს, ანა აბაშიძე(პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ასე პასუხობს: - „სრულიად შესაძლებელია, ჩვენს საზოგადოებაში, იმუშაოს ადმინისტრაციულმა მექანიზმმა, როგორც მსუბუქმა სახდელის პრაქტიკამ და არ იყოს საჭირო რეგულაციის გამკაცრება. მაგრამ, თუკი, რეალური შედეგი ვერ დავინახეთ, მაშინ, უკვე, საჭირო იქნება ფიქრი გამკაცრებაზე და სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებაზე. ეს უკვე პრაქტიკაზეა დამოკიდებული“, - განმარტავს ანა.
სტამბულის კონვენციის თანახმად, სტალკინგი კრიმინალიზებული უნდა იყოს, თუმცა არის შემთხვევები, ცალკეული ქვეყნების მაგალითები, სადაც სტალკინგიარაკრიმინალიზებულ სანქციებს იწვევს. კონვენცია, ასევე, ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოწერასაც, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კონვენციის ის ნაწილი, სადაც სტალკინგის მსხვერპლი ქალებისთვის მხარდასაჭერი სერვისები უნდა შეიქმნას.
კანონპროექტის შესახებ დეტალების გარკვევა იუსტიციის სამინისტროსთანაც ვცადეთ, მაგრამ როგორც სამინისტროში განგვიცხადეს: - „კანონპროექტი ჯერ, შიდა სამუშაოების დონეზეა და არ არის იმ ეტაპზე, რომ საჯარო განხილვების თემა გახდეს“.
იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს აღნიშნულიკანონპროქტიუახლოეს მომავალში უნდა წარუდგინოს, რომელსაც პარლამენტი გაზაფხულის სესიაზე განიხილავს. სწორედ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ადმინისტრაციული სასჯელის ვადები, ალტერნატიული სახეები და ჯარიმის ზუსტი ოდენობა უკანონო თვალთვალისა და ადევნების ფაქტებზე.
ავტორი: თამარ კურატიშვილი