|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა კვესელავა: „ქუთაისის წვიმა მიყვარს, ქარში- „ბაღისკიდე“

სოციალური ქსელი საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად ერთ-ერთი  საუკეთესო საშუალებაა. ახალგაზრდა პოეტის ერთი ლექსი ქუთაისზე ბევრმა ზეპირად იცის.  სამაგიეროდ, არავინ იცის ვის ეკუთვნის  სიტყვები :

„ქუთაისის წვიმა მიყვარს,  ქარში - „ბაღისკიდე“...

მარტოობა, ხეივანში წოწიალი კიდე.

„ბიკენტიას საქაბაბე“, ხმელი პურის ყუა,

ნატვრები და ოცნებები ახდენილი თუა“.

 სწორედ ამიტომ, ამ ლექსის ავტორი,  ნიკა  კვესელავა „ნიუპრესის“ სტუმარია.

ნიკა  ქუთაისში, რუსთავიდან ჩამოვიდა. სკოლაც აქ დაამთავრა. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, საკუთარი ქალაქის დატოვება გაუჭირდა, უფრო მეტად საკუთარი მოგონებების და ბავშვობის დატოვება გაუჭირდა. „რუსთავი ჩემში არჩა აუხდენელ ქალაქად, რომელიც დღესაც ძალიან მიყვარს. ძალიან გამიჭირდა ახალ გარემოში საკუთარი თავის დამკვირება,ხალხთან შეჩვევა და აქაური სითბოს შემოცმა, მაგრამ დროსთან ერთად ყველაფერი დავძლიე. ხშირად მიფიქრია, რომ არა ქუთაისი, ალბათ არ ვიქნებოდი ის, რაც ახლა ვარ. ქუთაისმა მიმიღო, შემიყვარა. რუსთავს უფრო დედას შევადარებ და ქუთაისს - მამას. "დედა" დავკარგე და ახლა მამასთან ვცხოვრობ“, - ამბობს ნიკა კვესელავა.

ახლა ნიკა 23 წლისაა და ცდილობს, საკუთარი თავი მყარად დაიმკვიდროს. ამისთვის კი ყველაფერს აკეთებს. „ჩემსას რას გაიგებთ, ცხრა პარასკევი მაქვს, ხან იქ ვმუშაობ, ხან - აქ. ერთფეროვნება მალევე მწყინდება. არც უქმად ჯდომა მიყვარს, რადგან ეგ კლავს და ანადგურებს ადამიანს,“-  ამბობს ნიკა.

ნიკასთან საუბარი პოეზიაზე კარგად აეწყო.  კარადზე „დაჯღაბნილი“ სტრიქონების შემდეგ დრო გავიდა და ლექსებმაც თანდათან, კარადიდან ფურცლებზე გადაინაცვლა. როვორც თავად ამბობს, ლექსებს კატეგორიებად არ ყოფს. მასაც,  ისევე როგორც ყველა ხელოვანს მიაჩნია, რომ განცდები და შეგრძნებები საინტერესო ნაშრომის შექმნაში დიდ როლს თამაშობენ.

თუ მკითხველ კითხვა უჩნდება რაიმე წინადადების, ან ფრაზის მიმართ, ეგეც ძალიან საინტერესო ფაქტორია. რადგან იმ პასუხის მიგნებაში უდიდეს როლს თამაშობს ფანტაზი, გულით ჩაწვდომა და საკუთარი თავის და რწმენის ინტერესი. რათა ჯერ გაითავისო და მიხვდე, რას წერს, როგორ წერს, ან როგორ უნდა წეროს პოეტმა. თემა ულევია, მთავარია იცოდე, რას გაწერინებს შენი სამყარო“,- აბობს ნიკა.

ჩვენს კითხვაზე, რა არის დღეს პოეზიის დანიშნულება, ასე გვპაუხობს: „სიმართლე!...გულის ამოღება და დადება ფურცელზე, რადგან გაშიშვლდე შინაგანად და ყველა გრძნობა ამოანთხიო. სათქმელი ძალიან ბევრია. თუ სათქმელი არაფერი გაქვს, უნდა გაჩუმდე. ბოდვას და სისულელეების წერას ჯობია პაუზა გაუკეთო საკუთარ მეორე მე“-ს და თუნდაც ერთხელ შექმნა ჯანმრთელი და სასარგებლო ნაშრომი“.

„ლიტერატურულ საღამოებში“ ხშირად მონაწილეობს, თუმცა საკუთარი საღამო ჯერ არ ჰქონია. ამბობს, რომ ამისთვის ჯერ მზად არ არის.  „არასდროს მქონია ლიდერობის, განდიდების მანია, ან მიდრეკილება 

ავტორი: ანა ჯიქია