„ოცნება" ქუთაისის წყალმომარაგებაში დიდ პროექტებსა და დიდ გამოძიებას აანონსებს
ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, ქუთაისისათვის 24-საათიანი წყალმომარაგება კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. ამას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს. აღნიშნულ გამოკითხვებში ქუთაისელები ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხად წყალმომარაგების სფეროს ასახელებენ.
წინა ხელისუფლების მიერ გაცემული და შეუსრულებელი დაპირების ფონზე, არჩევნების გზით ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსული „ქართული ოცნება" ქუთაისელთა ერთ-ერთი ოცნების - 24-საათიანი წყალმომარაგების ახდენის პირობას იძლევა.
წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისში 2009 წელს დაიწყო და უკვე მეოთხე წელია, მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც ქალაქის ყველა ქუჩაზე ახალი წყლის მილების დამონტაჟებასა და წყლის სათავე ნაგებობების აღდგენას ითვალიწინებს, სამ ეტაპად ხორციელდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით პირველ ეტაპზე 30 მილიონი ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებში წყლის სისტემები ქუთაისის 50 ქუჩაზე შეიცვალა. ხოლო შესრულებული სამუშაოს შედეგად, 2011 წლიდან ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა, რაც დაპირებად დარჩა.
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ჯიქია და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა ქუთაისში, საფიჩხიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. ჯიქიამ და კვაშილავამ მოსახლეობას წყლის სიტემის რეაბილიტაციის ახალი პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები და საბოლოო შედეგები გააცნეს. პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც აზიის განვითარების პროგრამის მიერ 40 მლნ ლარით ფინანსდება, მთელ ქალაქს მოიცავს. პროექტის ფარგლებში კი წყალმომარაგების მაგისტრალური ხაზების, შიდა ქსელისა და რეზერვუარების შეკეთება იგეგმება. როგორც ცნობილია, სამუშაოები 2014 წელს დასრულდება. აქვე ირკვევა, რომ ქუთაისელებისათვის მიცემული უწყვეტი წყალმომარაგების პირობა 2015 წლიდან შევა ძალაში. რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ახალი დაპირების მიხედვით, ქუთაისის ყველა უბანს 24-საათიანი წყალმომარაგება მხოლოდ 2015 წლიდან ექნება.
წყლის სისტემის გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროექტსაც ახორციელებს. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქის ქუჩების ნახევარს შეეხება და მასზე ორ მილიონ ნახევარ ლარამდე დაიხარჯება. ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის ლევან ჭანჭალეიშვილის თქმით, სამუშაოების დარჩენილი ნაწილი მომავალი წლიდან განახლდება.
წყლისა და სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემის კუთხით ქუთაისში მიღებული მემკვიდრეობით უკმაყოფილოა ქალაქის ახალარჩეული მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების" ქვოტით მოხვდა. სანიკიძის თქმით, ქალაქს სჭირს საყოველთაო ქუთაისური პრობლემა, რომელსაც წყალმომარაგება
ჰქვია.
„არ დაადგა საშველი, რომ წყალი ჰქონდეს ქუთაისს. „ქართული ოცნება" მომავალი წლის გაზაფხულიდან აპირებს დაიწყოს მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც ქუთაისის 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების სრული განახლებაა. „ნაცმოძრაობის" დაპირებით, სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ჩვენ სოხუმში უნდა ვყოფილიყავით, ხოლო 2008 წელს საქართველოში სიღარიბე დაძლეული უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენი ადამიანი გამდიდრდა ამ 4 წელიწადში? რაც შეეხება წყალმომარაგებას ქუთაისში, აქ დიდი ფულია შეჭმული და მე ყველას ვაძლევ პირობას, ჩემი მაჟორიტარობის დროს დავაყენებ ამ საკითხს. აქ უნდა დაიწყოს დიდი გამოძიება. მე პირადად აღვძრავ საქმეს და დაველოდები სასამართლოს გადაწყვეწტილებას. 9 წელი ჰქონდათ მათ იმისათვის, რომ ხალხს ჯოჯოხეთში არ ეცხოვრა", - ამბობს გუბაზ სანიკიძე.
ამ დროისთვის შესრულებული სამუშაოების შედეგად, ქუთაისში უწყვეტი წყალმომარაგება მხოლოდ ერთ და
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე